ნოელ გალაგერი კენდრიკ ლამარის Halftime Show-ს „აბსოლუტურ ნონსენსს” უწოდებს

„უბრალოდ გამოვრთე,” – თქვა Oasis-ის ვარსკვლავმა.
კენდრიკ ლამარი Super Bowl Halftime Show-ზე
Timothy A. Clary/AFP via Getty Images

როგორც აღმოჩნდა, ნოელ გალაგერი სულაც არ მოხიბლულა კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-თი, რომელმაც ყველა დროის რეკორდი მოხსნა. 

„უნდა გამომერთო. ეს აბსოლუტური ნონსენსი იყო,” – თქვა Oasis-ის სოლისტმა TalkSPORT-თან სატელეფონო ჩართვისას. „საერთოდ არ მიყურებია, უბრალოდ გამოვრთე. პირველი 2 წუთის განმავლობაში 300 ადამიანი გადმოდიოდა მანქანიდან.”

ხოლო როცა გალაგერს მის საყვარელ Super Bowl Halftime Show-ზე ჰკითხეს, მუსიკოსმა უპასუხა, რომ მას საერთოდ არ უყურებს. „ამ სისულელეებს არ ვუყურებ. როგორც წესი, ის არტისტები გამოდიან, რომლებიც არ მომწონს. ასე რომ, არასდროს ვუყურებ, არ მაინტერესებს.”

ზოგადად, გალაგერს მუსიკისა და სპორტის გაერთიანების იდეა არ ხიბლავს. „ამერიკელებმა აიღეს ჩვენი სპორტის სადავეები, ჩვენი პრემიერ ლიგის. მალე ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც გაბატონდებიან, დამიჯერეთ, 20 წლის შემდეგ ეს ყველაფერი ნონსენსი გახდება.”

კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl Halftime Show-ზე ყველა დროის ყველაზე ყურებადი შოუ გახდა 133.5 მილიონი მაყურებლით, რაც თავად Super Bowl-ის მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს (126 მილიონი).

ლამარმა ისტორია დაწერა იმითაც, რომ ის პირველი სოლო რეპერია, რომელიც შოუს ჰედლაინერი გახდა. მისი სპეციალური სტუმრები იყვნენ SZA, სემუელ ელ ჯექსონი და სერენა უილიამსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შემდეგი სტატია

პატი სმითი სადებიუტო ალბომის – Horses-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
მეტი