პატი სმითი სადებიუტო ალბომის – Horses-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნეს აანონსებს

პირველი კონცერტი 6 ოქტომბერს, დუბლინში, 3Arena-ზე გაიმართება.
პატი სმითი 1976 წელს
Gijsbert Hanekroot/Redferns

პატი სმითი 2025 წლის შემოდგომაზე ტურნეს იწყებს, რათა თავისი საკულტო სადებიუტო ალბომის – Horses-ის 50 წლის იუბილე აღნიშნოს. მომღერალს ტურნეში თან ახლდებიან მისი ხანგრძლივი მუსიკალური პარტნიორები – გიტარისტი ლენი ქეი და დრამერი ჯეი დი დოერტი, რომლებიც ხუთი ათწლეულის წინ, სწორედ აღნიშნული ალბომის შექმნაში მონაწილეობდნენ. Horses პანკის კლასიკად ითვლება. R.E.M.-ის ვოკალისტი მაიკლ სტაიპიც ამ ნამუშევარს ხშირად ასახელებს ალბომად, რომელმაც მას მუსიკის შექმნა შთააგონა.  

კლავიშების და ბას-გიტარის პარტიებზე ტურნეს ასევე შეუერთდებიან ტონი შანაჰანი და გიტარისტი ჯექსონ სმითი. აღსანიშნავია, რომ ჯექსონ სმითი პატი სმითის შვილია. პირველი კონცერტი 6 ოქტომბერს, დუბლინში, 3Arena-ზე გაიმართება. ტურნე ასევე მოიცავს ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქს. შემდგომი კონცერტები ჩრდილოეთ ამერიკაშია დაგეგმილი – სმითი იმოგზაურებს სიეტლში, ოკლენდში, სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ბოსტონში და ვაშინგტონში. მუსიკოსი ტურნეს 29 ნოემბერს, ფილადელფიის The Met-ში დაასრულებს.  

ტურნე პატი სმითმა დააანონსა. 20 წლის მანძილზე, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სმითი  Horses-ში შესულ ყველა სიმღერას შეასრულებს. 

პატი სმითის სადებიუტო ალბომი Horses 1975 წლის 10 ნოემბერს გამოვიდა. ალბომში მისი ენერგიული, ექსპრესიული პოეზია მინიმალისტურ და მკვეთრ არანჟირებას ერწყმოდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომის პროდიუსერი Velvet Underground-ის ჯონ კეილი იყო, Horses-მა ჩარტებში წარმატებას ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, Horses პანკის ერთ-ერთ განმსაზღვრელ  ჩანაწერად მიიჩნევა და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის National Recording Registry-შია შეტანილი, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ნამუშევარი.  

ტურნეს დაწყებამდე, 26 მარტს, ნიუ-იორკის Carnegie Hall-ში სმითის მუსიკას დიდი ღონისძიება მიეძღვნება. People Have the Power: Celebrating the Music of Patti Smith – ასე ჰქვია კონცერტს და მასში მონაწილეობას მიიღებენ მაიკლ სტაიპი, Sonic Youth-ის ყოფილი გიტარისტი კიმ გორდონი, The National-ის ვოკალისტი მეტ ბერნინგერი, Yeah Yeah Yeahs-ის კარენ ო, შარონ ვან ეტენი, The Kills-ის ელისონ მოსჰარტი, Kronos Quartet, ბენ ჰარპერი, კორტნი ბარნეტი, ანჯელ ოლსენი და სხვა შემსრულებლები.  

გასულ თვეს სმიტმა ფანებს დაუდასტურა, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მას შემდეგ, რაც 29 იანვარს, სან-პაოლოში, სცენაზე შეუძლოდ გახდა. „ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ კარგად ვარ,“ – დაწერა მომღერალმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ე.წ. სელფი დაურთო. „მომხდარი მედიაში და სოციალურ ქსელებში  ძალიან გადაჭარბებულად გაშუქდა. თავბრუ მეხვეოდა. მცირე ინცინდენტი იყო – სცენიდან ჩამოვედი, 10 წუთში დავბრუნდი, ვესაუბრე ხალხს, ვუთხარი, რომ ყველაფერი რიგზე იყო და შემდეგ Wing და Because the Night შევასრულე,” – განმარტა მუსიკოსმა. 

ამ ინცინდენტამდე ერთი თვით ადრე, ექიმებმა სმითს დასვენება ურჩიეს მას შემდეგ, რაც იტალიაში მოულოდნელად ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა და რის გამოც, ევროპაში დაგეგმილი ორი კონცერტი გაუქმდა.  

Horses-ის ტურნეს ბილეთების წინასწარი გაყიდვა 12 თებერვალს იწყება.

იხილეთ ტურნეს დეტალები: 

6 ოქტომბერი – დუბლინი, ირლანდია,  3Arena;  

8 ოქტომბერი – მადრიდი, ესპანეთი, Teatro Real; 

10 ოქტომბერი – ბერგამო, იტალია, ChorusLife Arena;  

12 ოქტომბერი – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, London Palladium;  

13 ოქტომბერი – ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, London Palladium;  

15 ოქტომბერი – ბრიუსელი, ბელგია, Cirque Royale;  

16 ოქტომბერი – ბრიუსელი, ბელგია,Cirque Royale;  

18 ოქტომბერი – ოსლო, ნორვეგია, Sentrum Scene;  

20 ოქტომბერი – პარიზი, საფრანგეთი,  L’Olympia;  

21 ოქტომბერი – პარიზი, საფრანგეთი, L’Olympia;  

10 ნოემბერი – სიეტლი, ვაშინგტონი, Paramount Theatre;  

12 ნოემბერი – ოუკლენდი, კალიფორნია, Fox Theatre;  

13 ნოემბერი – სან-ფრანცისკო, კალიფორნია, The Masonic;  

15 ნოემბერი – ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, Walt Disney Concert Hall;  

17 ნოემბერი – ჩიკაგო, ილინოისი,  The Chicago Theatre;  

21 ნოემბერი – ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, The Beacon Theatre;  

22 ნოემბერი – ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, The Beacon Theatre  

24 ნოემბერი – ბოსტონი, მასაჩუსეტსი, The Orpheum Theatre;  

28 ნოემბერი – ვაშინგტონი, D.C., The Anthem; 

29 ნოემბერი – ფილადელფია, პენსილვანია, The Met.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნოელ გალაგერი კენდრიკ ლამარის Halftime Show-ს „აბსოლუტურ ნონსენსს” უწოდებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

„ტრანსკავკასია” – თემურიკო დიასამიძისა და ბექა გოჩიაშვილის ახალი კომპოზიცია

ნაწარმოების იდეა და სახელწოდება თემურიკო დიასამიძის ფრანგი დიდი ბებიის პირადი საუბრის ჩანაწერს უკავშირდება.
მეტი

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

უესტი რამდენიმე დღის განმავლობაში ანტისემიტურ, მიზოგინიურ და ჰომოფობიურ პოსტებს აქვეყნებდა. მან ასევე ღიად გამოხატა დადებითი დამოკიდებულება ჰიტლერისადმი. YE-მ პორნოგრაფიული ფილმებიდან ცენზურის გარეშე ამოჭრილი ფრაგმენტებიც გააზიარა.
მეტი

კრიტიკოსები: კენდრიკ ლამარის გამოსვლა Super Bowl-ის ისტორიაში „ყველაზე ჰიპ-ჰოპ შოუ იყო”

შოუს ფინალურ ნაწილში დადგა ის მომენტი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ელოდა – კენდრიკ ლამარმა Not Like Us შეასრულა.
მეტი