კენდრიკ ლამარმა ფილმისთვის – Captain America: Brave New World მთავარი საუნდტრეკი დაწერა

ეს ამბავი Captain America-ს ვარსკვლავმა, ენტონი მაკიმ ინტერვიუს დროს გაამხილა.
კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show
Bob Kupbens/Icon Sportswire via Getty Images

კენდრიკ ლამარს და Marvel-ს უკვე აქვთ თანამშრომლობის წარმატებული ისტორია – 2018 წელს რეპერმა Black Panther-ის საუნდტრეკი შექმნა. ამჯერად, არტისტი და კომპანია კვლავ გაერთიანდნენ ფილმისათვის – Captain America: Brave New World, რომელიც შეერთებული შტატების კინოთეატრებში პარასკევს, 14 თებერვალს გამოდის.  

Captain America-ს ვარსკვლავმა, ენტონი მაკიმ, რომელიც ფილმში ფალკონის როლს ასრულებს, Entertainment Tonight-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ კენდრიკ ლამარმა ბლოკბასტერის მთავარ საუნდტრეკზე იმუშავა. „კენდრიკმა შექმნა ფილმის მთავარი სიმღერა. აქ პირველად ვამხელ ამ ამბავს. სიგიჟეა, რა საოცარია მისი ოსტატობა და ხელოვნება,” – აღნიშნა მაკიმ. 

ჯერ უცნობია, რა ერქმევა ტრეკს, თუმცა, სავარაუდოდ, ის ფილმის სათაურს – „Brave New World“-ს ეხმიანება. დიდი ალბათობით, მსმენელები ტრეკს ფილმის გამოსვლასთან ერთად მოისმენენ.  

კენდრიკ ლამარი ფილმ Black Panther-ისთვის მუსიკალურ ალბომზე მუშაობისას მთავარი შემოქმედებითი ძალა იყო. მან ისეთი ჰიტები შექმნა, როგორიცაა All the Stars, King’s Dead და Pray for Me. ალბომმა 2018 წელს Billboard 200-ის ლიდერის პოზიციაც დაიკავა.  

Captain America-ს პროექტში ჩართვა ლამარისთვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია და 2025 წლის შთამბეჭდავ კარიერულ მიღწევებს შეემატება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ლამარმა არა მხოლოდ ხუთი გრემი მოიპოვა, არამედ Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მთავარი შემსრულებელიც იყო. 

რეპერი მცირე შემოქმედებითი შესვენების შემდეგ SZA-სთან ერთად Grand National Tour-ზე გაემგზავრება, რომელიც აპრილიდან დაიწყება და ჩრდილოეთ ამერიკის დიდ მუსიკალურ სივრცეებს  დაიპყრობს.  

იხილეთ ვიდეო, რომელშიც ენტონი მაკი Marvel-ის და კენდრიკ ლამარის უახლესი კოლაბორაციის შესახებ საუბრობს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ე.წ. დიფფეიქ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც კანიე უესტის სიძულვილის ენას გმობს, სკარლეტ იოჰანსონი AI-ის ბოროტად გამოყენებას დაუპირისპირდა

შემდეგი სტატია

ქართველი არტისტების კონცერტი ჰამბურგში

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM მისი მეშვიდე №1 ალბომია, რომელიც ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე წარმატებული სტრიმინგ კვირის ალბომად დასახელდა.
მეტი