ლიამ გალაგერი Oasis-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციით არ ინტერესდება

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2025 წლის ნომინანტთა სიაში Oasis-იც მოხვდა, სადაც ასევე არიან: New Order, სინდი ლოპერი, The White Stripes და მერაია ქერი
ლიამ გალაგერი ფოტო: დეივ სიმპსონი/WireImage
ლიამ გალაგერი ფოტო: დეივ სიმპსონი/WireImage

Oasis-ის ვოკალისტმა, ლიამ გალაგერმა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის შესახებ თავისი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ბენდის წარდგენის შემდეგ, გალაგერმა ეს ინსტიტუტი სოციალურ ქსელში უხეში სიტყვებით მოიხსენია და მათ „უმაქნისები” უწოდა.

ლიამ გალაგერმა 12 თებერვალს X-ზე დაწერა: „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი უმაქნისებისთვისაა.“ 

ცნობისთვის 2025 წლის ნომინანტთა სიაში Oasis-ის გარდა, ასევე მოხვდნენ:  New Order, სინდი ლოპერი, The White Stripes და მერაია ქერი, Bad Company, ჩაბი ჩეკერი, Outkast, Maná და ჯო კოკერი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლიამ გალაგერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს აკრიტიკებს. გასულ წელსაც, როდესაც Oasis ნომინირებული იყო, ლიამ გალაგერმა დაწერა: „F*** the Rock n Roll hall of fame…”  მუსიკოსმა გულშემატკივრებსაც მოუწოდა, რომ არც ხმის მიცემაში დაეკარგათ დრო, რადგან, მისი თქმით, ეს „სრული სისულელე იყო.“

ლიამ გალაგერმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი  2024 წელს, The Sunday Times-თან მიცემულ ინტერვიუშიც გააკრიტიკა: „ეს ისეთივე აბსურდია, როგორც ჩემი ჰიპ-ჰოპის დიდების დარბაზში  შეყვანა. არაფრის ნაწილი არ მინდა ვიყო. გარდა ამისა, როკ-ენ-როლისთვის მე ბევრად მეტი გამიკეთებია, ვიდრე იმ კომიტეტის ნახევარ კლოუნადას ერთად აღებულს.“ – განუცხადა მან გამოცემას.

Oasis-მა, შესაძლოა, პირველად თხუთმეტი წლის განმავლობაში, ახალი სიმღერა გამოსცა, რომელიც მათ 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის შესაძლო კანდიდატად აქცევს.

Billboard-ის ინფორმაციით, 10 თებერვალს Oasis-ის გულშემატკივრებმა კონცერტის ბილეთის გაუქმების შესახებ შეტყობინება მიიღეს. Ticketmaster-მა ბილეთის რამდენიმე მფლობელს აცნობა, რომ თანხა უკან დაუბრუნდათ. როგორც აღმოჩნდა, ბილეთის შეძენა ე.წ. ბოტების გამოყენებით განხორციელდა, რაც პირობების დარღვევაა.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკმაყოფილება გამოთქვა:  „ლიამ, რას ფიქრობთ ბილეთების ამბავზე? ფანებს ბოტებად მიიჩნევენ და ფულს უბრუნებენ“ – წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი X-ზე, რასაც მომღერალი პასუხობს:  „მე არ ვადგენ წესებს. ჩვენ ვცდილობთ, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. რაც არის, არის. მე მხოლოდ მომღერალი ვარ. თავი დამანებეთ.“

როკ-ენ როლის დიდების დარბაზში Oasis ნომინირებული მას შემდეგ გახდა, რაც ბენდის ტურნეზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. ბოლო ათი წლის მანძილზე, ეს ტურნე პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ლიამ და ნოელ გალაგერები სცენას გაიზიარებენ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პატი სმითი სადებიუტო ალბომის – Horses-ის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნეს აანონსებს

შემდეგი სტატია

ე.წ. დიფფეიქ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც კანიე უესტის სიძულვილის ენას გმობს, სკარლეტ იოჰანსონი AI-ის ბოროტად გამოყენებას დაუპირისპირდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Flitz Collective – ახალი მუსიკალური პლატფორმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შოუებს აანონსებს

ზაფხულში Flitz Collective ორ მასშტაბურ მუსიკალურ შოუს აანონსებს – 21 ივნისს თბილისს ტომ ოდელი ეწვევა, 30 ივლისს კი მაყურებლის წინაშე Moby წარდგება.
მეტი
Pussycat Dolls-ის წევრები: კარმიტ ბაჩარი, კიმბერლი უაიატი, ნიკოლ შერზინგერი, ჯესიკა სატა და ეშლი რობერტსი - Global Radio Studios-ში Heart Radio-სთან ინტერვიუსთვის, 2020 წლის 31 იანვარი, ლონდონი, ინგლისი. ფოტო: ნილ მოკფორდი/GC Images

Pussycat Dolls-ის ყოფილი წევრის, ჯესიკა სატას თქმით, ის ჯგუფის გაერთიანებული ტურნედან MAGA-ს (Make America Great Again) მხარდაჭერის გამო გარიცხეს: „მე მათთვის საფრთხე ვიყავი”

ჯესიკა სატა გოგონების ჯგუფის იმ სამი ძველი წევრიდან ერთ-ერთია, რომელიც ტურნეში მონაწილეობას არ მიიღებს.
მეტი
მადელინ მონტოია Courtesy

მადელინ მონტოია Billboard-ის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა

მადელინ მონტოია დიზაინერების გუნდს Billboard-ის სარედაქციო, მულტიმედიური, ბრენდირებული კონტენტის და ექსპერიმენტული პროექტების მიმართულებით უხელმძღვანელებს.
მეტი

ბარი კეოგანი იმ ბულინგზე საუბრობს, რომელიც საბრინა კარპენტერთან დაშორების შემდეგ, მისი გარეგნობის გამო დაიწყო 

„ამ ყველაფერმა მაიძულა საკუთარ თავში ჩავკეტილიყავი. აღარ მინდა სხვადასხვა ადგილებში სიარული, გარეთ გასვლის სურვილიც კი აღარ მაქვს,” – თქვა მსახიობმა.
მეტი