ქართველი არტისტების კონცერტი ჰამბურგში

ღონისძიება 2 მარტს ქართული საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად გაიმართება.
ფოტო: თაკო რობაქიძე

2 მარტს ჰამბურგში ქართველი არტისტების კონცერტი გაიმართება. როგორც  ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღონისძიება ერთგვარი სოლიდარობაა საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. კონცერტი სამ აქტსა და საქართველოსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. ჰამბურგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კულტურული სივრცის, Ms Stubnitz-ის სცენაზე წარდგებიან: Mess_Montage (თორნიკე მარგველაშვილი); ლიზა კერესელიძე, ნინი ნუცუბიძე და სალომე ჯიჯეიშვილი; რეზო და გიორგი კიკნაძეები.

„სამი მუსიკალური აქტი საქართველოდან – თბილისში, ბერლინსა და ჰამბურგში მცხოვრები არტისტების შემადგენლობით – გაერთიანდება, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ ქართულ თავისუფლების მოძრაობას, რადგან მუსიკას აქვს უნარი, გახსნას შესაძლებლობები, იმედი და სამყაროები, რომლებიც განგვსაზღვრავს ადამიანებს, როგორც კულტურულ არსებებს. 

საღამოს მიზანია თანხის შეგროვება, რომელიც გადაეცემა „მაუწყებელს” – მედიას, რომელიც აძლიერებს სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში. ასევე გვსურს, მხარი დავუჭიროთ უსამართლობის შედეგად დაზარალებულ არტისტებს,” – ვკითხულობთ კონცერტის აღწერაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარმა ფილმისთვის – Captain America: Brave New World მთავარი საუნდტრეკი დაწერა

შემდეგი სტატია

The Kardashians-ის ახალ ეპიზოდში კიმ კარდაშიანმა ურთიერთობებზე ისაუბრა და ამ კომენტარების ადრესატი, სავარაუდოდ, კანიე უესტი იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lady Gaga Frank Lebon

Lady Gaga-ს MAYHEM-ის დებიუტი Billboard 200-ის ჩარტში პირველ ადგილზეა

Lady Gaga-ს ალბომი MAYHEM მისი მეშვიდე №1 ალბომია, რომელიც ქალ არტისტებს შორის წლის ყველაზე წარმატებული სტრიმინგ კვირის ალბომად დასახელდა.
მეტი