მაილი საირუსმა ბრიტანი ჰოვარდთან ერთად SNL-ის საიუბილეო პროგრამაში Nothing Compares 2 U შეასრულა

1992 წელს შინეიდ ო’კონორის SNL-ში სტუმრობა სკანდალური აღმოჩნდა. არტისტმა ბავშვთა მიმართ ძალადობაზე პროტესტი გამოხატა და მაშინდელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს ფოტო დახია.
მაილი საირუსი და ბრიტანი ჰოვარდი SNL50: The Homecoming Concert-ზე. 2025 წლის 14 თებერვალი.
Todd Owyoung/Peacock via Getty Images

მაილი საირუსმა და ბრიტანი ჰოვარდმა SNL-ის 50 წლის საიუბილეო პროგრამაში Nothing Compares 2 U შეასრულეს. სიმღერა Prince-მა დაწერა და შინეიდ ო’კონორმა 1990 წელს შეასრულა. საირუსის და ჰოვარის ნამღერი ვერსია საკმაოდ  ემოციური იყო, ხოლო Alabama Shakes-ის ვოკალისტმა გიტარის პარტია დაუკრა. 

მიუხედავად იმისა, რომ ო’კონორი SNL-ის მუსიკალური სტუმარი ორჯერ იყო, შოუში თავისი ყველაზე დიდი ჰიტი არასდროს შეუსრულებია. 1990 წელს, როცა Nothing Compares 2 U გამოვიდა, სიმღერა ოთხი კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ის ჩარტში. 1992 წელს, SNL-ში სტუმრობისას, შინეიდ ო’კონორმა ბობ მარლის War-ის აკაპელა იმღერა. მუსიკოსმა პროტესტი სკანდალური გზით გამოხატა და სიმღერის ბოლოს მაშინდელი რომის პაპის, იოანე პავლე მეორეს ფოტო დახია. სიმღერის ტექსტში შეცვლილი სიტყვებით არტისტი ბავშვთა მიმართ ძალადობასაც შეეხო. ფოტოს განადგურების შემდეგ მან გამოაცხადა: „ნამდვილი მტერი დაამარცხეთ.“ პერფორმანსმა მაშინვე კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც ო’კონორი SNL-ზე აღარასდროს გამოჩენილა. მუსიკოსი 2023 წელს გარდაიცვალა.  

საირუსისა და ჰოვარდის არჩევანი, სავარაუდოდ, ო’კონორის ამჟამად უკვე გააზრებულ და გამართლებულ გამოსვლას მიაგებდა პატივს.  SNL50-ის სპეციალური გამოშვება საზეიმოდ გახსნეს საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა სიმღერით Homeward Bound, რომლის თავდაპირველი ვერსია 1966 წელს Billboard Hot 100-ის ჩარტის მეხუთე პოზიციით მოხვდა ათეულში. სინგლი შესულია Simon & Garfunkel-ის ალბომში  – Parsley, Sage, Rosemary and Thyme. საიმონმა სიმღერა  SNL-ზე ჯორჯ ჰარისონთან ერთადაც შეასრულა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი SNL50-ის საიუბილეო საღამოზე, 16 თებერვალი, 2025 წელი, ნიუ იორკი. ფოტო დიმიტრიოს კამბუირსი /Getty Images

Saturday Night Live – შოუს 50 წლის საიუბილეო საღამო საბრინა კარპენტერმა და პოლ საიმონმა Homeward Bound-ის სიმღერით გახსნეს

შემდეგი სტატია

2025 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი