Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
ბექა გოჩიაშვილი
Billboard Georgia/Republic

8 მარტს პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილის და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება. ბექა გოჩიაშვილი გამორჩეული ქართველი ჯაზ მუსიკოსებისაგან შემდგარ ბენდთან ერთად, Republic-ის სცენაზე წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს. 

მუსიკალურ საღამოზე დაუკრავენ: ბექა გოჩიაშვილი (კლავიში), ლუკა თოფურია (კლავიში), ლევან დეისაძე (ბას-გიტარა), სოსო ცაგარეიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტი).

ბექა გოჩიაშვილმა ჯაზის ლეგენდების – ჰერბი ჰენკოკისა და ჩიკ კორეას ყურადღება ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში მიიპყრო. 16 წლიდან, მუსიკოსი უკვე მსოფლიო მნიშვნელობის სცენებზე უკრავს. მისი შემოქმედება აერთიანებს კლასიკას, ჯაზს, იმპროვიზაციას და თანამედროვე მუსიკის ელემენტებს. ბექა გოჩიაშვილი სხვადასხვა დროს უკრავდა ისეთ ლეგენდებთან, როგორებიც არიან სტენლი კლარკი, ლენი უაითი და ჩიკ კორეა.

პროექტ Billboard Georgia Stage-ის მხარდამჭერია კომპანია Silknet

კონცერტის შესახებ დეტალურ  ინფორმაციას გაეცანით ბმულზე

ბილეთები შეიძინეთ აქ.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბენსონ ბუნის Beautiful Things 2024 წლის IFPI Global Single Award-ის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს უდანაშაულოდ ცნობის შემდეგ, A$AP Relli-მ დუმილი დაარღვია

შეიძლება დაგაინტერესოთ

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

მსახიობმა ისაუბრა, თუ როგორ იმოქმედა მის ქორწინებაზე ყოფილი ცოლის მიერ გადაღებულმა 2024 წლის დოკუმენტურმა ფილმმა.
მეტი
კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

მსახიობი და რეპერი გულწრფელად საუბრობს ოსკარის ღონისძიებაზე, 2022 წელს მან წამყვან კრის როკს სილა გაარტყა
მეტი