კენდრიკ ლამარმა და SZA-მ დიდი ყურადღება მიიპყრეს უახლესი კოლაბორაციით, სახელწოდებით Luther, რომელიც შესულია ლამარის უახლეს ალბომში – GNX.
ტრეკი Billboard Hot 100-ის სიმღერების ჩარტის ლიდერ პოზიციაზე მოხვდა. ამ შედეგით ლამარმა მეექვსედ, ხოლო SZA-მ მესამედ დაიკავა ჩარტის პირველი ადგილი. სიმღერის სახელი პატივს მიაგებს გარდაცვლილ R&B ლეგენდას, ლუთერ ვანდროსს, რომლის სემპლიც ტრეკშია გამოყენებული.
Luther-მა Billboard Hot 100-ის სარეიტინგო სიაში ჩაანაცვლა ლამარის Not Like Us, რომელიც წინა კვირაში, Super Bowl-ის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ჩარტში. Luther ასევე იყო Super Bowl-ის მუსიკალური შოუს პროგრამის ნაწილი. ტრეკის შესრულებისას ლამარს სცენაზე SZA შეუერთდა.
იხილეთ კენდრიკ ლამარის და SZA-ს ტრეკის – Luther-ის ტექსტი.