რობერტა ფლეკის გარდაცვალების შემდეგ მისი საბავშვო წიგნი ჩარტების სათავეში დაბრუნდა

ილუსტრირებული წიგნი ჰყვება პატარა რობერტას ამბავს, რომელსაც ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარდება და საკუთარი თავის სიმღერით გამოხატვას სწავლობს.
Amazon

რობერტა ფლეკის ისტორია აღწერილია მის მიერ 2023 წელს გამოცემულ საბავშვო წიგნში, რომელიც გრემის მფლობელი მომღერლის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში.

The Green Piano ილუსტრირებული ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც მომღერლის ამბავს მოგვითხრობს ბავშვობიდან მსოფლიო ვარსკვლავობამდე. ისტორია მწვანე ფორტეპიანოთი იწყება, რომელიც ფლეკის მამამ ნაგავსაყრელზე იპოვა და ქალიშვილისთვის შეაკეთა. წიგნი, რომელიც პირველად ორი წლის წინ გამოიცა, დღეს ამაზონის ბესტსელერების ჩარტის პირველ ადგილზე დაბრუნდა. 

40-გვერდიანი ილუსტრირებული წიგნი მიჰყვება პატარა რობერტას ცხოვრების გზას, რომელსაც ფორტეპიანოზე დაკვრა უყვარდება და საკუთარი თავის სიმღერით გამოხატვას სწავლობს. „როცა მამა ნაგავსაყრელზე ძველ ფორტეპიანოს შენიშნავს, ის ხვდება, რომ შეუძლია ქალიშვილის ოცნება რეალობად აქციოს,” – ვკითხულობთ გამომცემლის აღწერაში. „მას ფორტეპიანო სახლში მოაქვს, წმენდს, აწყობს და ბალახისფერ მწვანედ ღებავს. მალე კი პატარა გოგონას საკუთარი ინსტრუმენტი აქვს, მასთან ერთად კი – ახალი ოცნება, გახდეს მუსიკალური სამყაროს ლეგენდა.”

რა თქმა უნდა, მწვანე ფორტეპიანოსთან გატარებული ეს დღეები და ღამეები ფლეკს დაეხმარა, განევითარებინა მუსიკალურობა და ხმა, რომელმაც საბოლოოდ შეამკო ისეთი ჰიტები, როგორებიცაა The First Time Ever I Saw Your Face და Killing Me Softly with His Song.

The Green Piano ფლეკმა და ტონია ბოლდენმა დაწერეს. წიგნის ილუსტრაციები მხატვარ ჰეიდენ გუდმენს ეკუთვნის. The Green Piano-ს შეძენა შესაძლებელია ამაზონზე. ასევე გამოსულია წიგნის აუდიოვერსიაც.

რობერტა ფლეკი 24 თებერვალს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ კენდრიკ ლამარის და SZA-ს ტრეკის – Luther-ის ტექსტი

შემდეგი სტატია

Drake Norman Wong

Drake სიმღერა Nokia-ს კადრს მიღმა ვიდეოს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი

Radiohead-ის მიერ მორიგი შპს-ს დაარსების შემდეგ ფანები ჯგუფისგან ახალ მუსიკას ელიან

ისტორიულად, Radiohead-ის წევრების მიერ ახალი გაერთიანების დაარსებას ალბომის გამოცემა ან ტურნე მოჰყვება.
მეტი