წარმოგიდგენთ 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამომსვლელებსა და წარმდგენებს

ცერემონია კვირას, 2 მარტს შედგება.
სინთია ერივო და არიანა გრანდე Wicked-ის პრემიერაზე ნიუ-იორკში
Theo Wargo/Getty Images

როცა ოსკარმა გამოაცხადა, რომ საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში წარდგენილი კომპოზიციები 2025 წლის ცერემონიაზე აღარ შესრულდებოდა, სანაცვლოდ კი ფოკუსში ამ სიმღერების ავტორები მოექცეოდნენ, ზოგიერთი შიშობდა, რომ წლევანდელ ცერემონიაზე მუსიკა ყურადღების მიღმა დარჩებოდა. თუმცა შემდგომმა განცხადებებმა დაამტკიცა, რომ ეს შიში უსაფუძვლო იყო.

შოუს მუსიკალურ ნაწილში ექვსი ძლევამოსილი ქალი წარდგება  – Doja Cat, სინთია ერივო, არიანა გრანდე, Blackpink-ის ლისა, Queen Latifah და Raye.

ერივო და გრანდე, რომლებიც წარდგენილნიც არიან ოსკარზე თავიანთი როლებისთვის ფილმში Wicked, შოუს სწორედ მიუზიკლის ერთი ან რამდენიმე სიმღერით გახსნიან. Queen Latifah კი სცენაზე ქუინსი ჯონსის ხსოვნის პატივსაცემად გამოვა, რომელიც ნოემბერში გარდაიცვალა. ლატიფა მუსიკოსის დიდი მეგობარი იყო და მონაწილეობდა მის 1995 წლის ალბომში  Q’s Jook Joint.

„განსაკუთრებული მომენტები გვაქვს დაგეგმილი და ეს ეხება მუსიკას, ზეიმს, ეს ეხება პატივისცემას მართლაც შესანიშნავი კინონამუშევრებისა,” – აღნიშნა შოუს აღმასრულებელმა პროდიუსერმა რაჯ კაპურმა პრესკონფერენციაზე. „მუსიკალური გამოსვლები წელს მართლაც განსაკუთრებული იქნება. ჩვენ ძალიან გვიყვარს სიურპრიზები. რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა წარმდგენი და გამომსვლელი უკვე გამოვაცხადეთ, კიდევ სხვებსაც უნდა ელოდოთ. არიან ადამიანები, რომლებსაც არ დავაანონსებთ. მახვილი მზერით უნდა დააკვირდეთ რამდენიმე კამეოს, რომელიც ღონისძიების განმავლობაში შედგება.”

კაპურის თქმით, შოუს რამდენიმე ძირითადი თემა ექნება. „ერთი არის ის, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ლოს-ანჯელესს… გვინდოდა, სცენაზე ლამაზი მომენტები შეგვექმნა, რათა პატივი მივაგოთ ამ საოცარ ქალაქს, რომელშიც ვცხოვრობთ და ყველა იმ საოცარ ფილმს, რომლებიც აქ გადაღებულა. ასევე გვსურდა, გვქონოდა აღმატებული და ლამაზი მესიჯი, რომელიც, იმედი გვაქვს, ყველასთვის ემოციური იქნება, ვინც კი შოუს უყურებს.” 

ოთხ სამსახიობო კატეგორიაში გასული წლის ოსკარის მფლობელები – კილიან მერფი, ემა სტოუნი, რობერტ დაუნი უმცროსი და დევინ ჯოი რენდოლფი – პირველები იყვნენ, ვინც წლევანდელი ცერემონიის წარმდგენებად დასახელდნენ. მათ მოჰყვნენ სელენა გომესი და ზოი სალდანა, ბენ სტილერი და ჯო ალვინი. აღსანიშნავია, რომ გომესისთვის ოსკარის სცენაზე ეს პირველი გამოსვლა იქნება. წარმდგენების სია ვრცელია, დაწყებული 25 წლის ლილი-როუზ დეპიდან, 95 წლის ჯუნ სქუიბით დასრულებული.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, პირველად, კონან ო’ბრაიენი გაუძღვება. ნიკ ოფერმენი კი შოუს გამომცხადებელი იქნება. 

ნახეთ 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების გამომსვლელები და წარმდგენები:

გამომსვლელები

Doja Cat
სინთია ერივო
არიანა გრანდე
Blackpink-ის ლისა
Queen Latifah
RAYE

წარმდგენები

ჯო ალვინი
დეივ ბაუტისტა
ჰოლი ბერი
სტერლინკ კეი ბრაუნი
პენელოპე კრუსი
უილიამ დეფო
ანა დე არმას
ლილი-როუზ დეპი
რობერტ დაუნი უმცროსი
ელ ფენინგი
ჰარისონ ფორდი
გალ გადო
ენდრიუ გარფილდი
ვუპი გოლდბერგი
სელენა გომესი
გოლდი ჰოუნი
სემუელ ელ ჯექსონი
სკერლეტ იოჰანსონი
ჯონ ლითგოუ
კილიან მერფი
კონი ნილსენი
ემი პოლერი
მარგარეტ ქუალი
დევინ ჯოი რენდოლფი
ალბა რორვოშერი
ზოი სალდანა
ჯუნ სქუიბი
ბენ სტილერი
ემა სტოუნი
ოპრა უინფრი
ბოუენ იანგი
რეიჩელ ზელერი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lisa Wontae Go

BLACKPINK-ის LISA-მ გულშემატკივრებს სადებიუტო სოლო ალბომი Alter Ego წარუდგინა

შემდეგი სტატია

შირლი მენსონი Garbage-ის ვოკალისტი, Mad Cool Festival, 2016 წლის 16 ივნისი, მადრიდი, ესპანეთი. ფოტო: ხუან აგუადო/Redferns

Garbage-მა ახალი ალბომი Let All That We Imagine Be the Light დააანონსა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი
დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი