A Complete Unknown-ის წყალობით, ბობ დილანის წიგნი „ამაზონის” ბესტსელერია 

წიგნის გაყიდვები 50%-ით გაიზარდა.
ბობ დილანი
Fiona Adams/Redferns

მართალია, A Complete Unknown წელს ოსკარის გარეშე დარჩა, თუმცა მისი წარმატების წყალობით, ბობ დილანის მემუარები „ამაზონის” ბესტსელერი გახდა და ყველაზე გაყიდვად როკწიგნებში მესამე ადგილი დაიკავა. ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით Chronicles: Volume One, მოგვითხრობს ლეგენდარული ავტორ-შემსრულებლის ცხოვრების დეტალებზე Greenwich Village-ში 1961 წელს, მსგავსად ბიოგრაფიული ფილმისა, რომელშიც დილანის როლს ტიმოთი შალამე ასრულებს.

304-გვერდიანი წიგნი დილანის ხანგრძლივი კარიერის სამ ეპიზოდს მოიცავს: 1961, 1970 და 1989 წლებს, როცა ის წერდა ალბომებს: Bob Dylan (სადებიუტო ალბომი), New Morning და Oh Mercy. წიგნი დეტალურად აღწერს მუსიკოსის ფიქრებს, გავლენებსა და პირად რეფლექსიებს ცხოვრების ამ საკვანძო ეტაპებზე. 

დილანის მემუარებმა 19 კვირა დაყო New York Times-ის ბესტსელერთა სიაში. 2004 წელს ის ასევე დასახელებული იყო National Book Critics Circle Award-ის ხუთ ფინალისტთა შორის საუკეთესო ბიოგრაფიული/ავტობიოგრაფიული წიგნის ნომინაციაში.

ბობ დილანის Chronicles: Volume One-ის შეძენა შესაძლებელია „ამაზონზე”. ხელმისაწვდომია წიგნის აუდიოვერსიაც.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Snoop Dogg და კორი ბროდუსი ჯენიფერ ჰადსონის შოუში, 2024 წლის 2 დეკემბერი, კალიფორნია. კრის ჰესტონი/WBTV Getty Images

Snoop Dogg-ის ქალიშვილს კორი ბროდუსს პირველი შვილი სამი თვით ადრე შეეძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

ფლეილისტი „ბილბორდის” საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი