„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ჯგუფ „მწვანე ოთახის” ალბომს გამოსცემს

2001 წლის ალბომის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 6 მარტს შედგება.

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” რიგით მეცხრე გამოცემას აანონსებს. GML ამჯერად ჯგუფ „მწვანე ოთახის” ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომს ხელახლა გამოსცემს. ალბომის პრეზენტაცია 6 მარტს Jazz Club 1984-ში შედგება.

„მწვანე ოთახი” ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში 1990-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და იმ დროისთვის სრულიად განსხვავებული ჟღერადობით მალევე მოიპოვა პოპულარობა. 2001 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი გამოსცა, სახელწოდებით „მწვანე ოთახი”. ალბომში შევიდა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორებიცაა „მისები”, „ჩემთან აღარ ხარ” და სხვ. 

„ამ ალბომის გავლენა ღრმა იყო. ეს იყო ბენდის უნიკალური სტილის დეკლარაცია და ქართული მუსიკის განმსაზღვრელი მომენტი, რომელიც აღნიშნავდა გადასვლას უფრო მრავალფეროვანი და ექსპერიმენტული ხმოვანებისკენ. „მწვანე ოთახის” წარმატება აჩვენებდა საქართველოში ინოვაციური მუსიკის მზარდ მოთხოვნას და მოამზადა ასპარეზი მომავალი მუსიკალური ექსპერიმენტებისთვის,” – ვკითხულობთ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაქსიმე მაჩაიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

შემდეგი სტატია

Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი