Doechii-მ Anxiety-ს ოფიციალური ვერსია გამოუშვა

სინგლი 4 მარტს გამოვიდა.
Doechii
John Jay

Doechii-მ მისი უკვე ცნობილი ჰიტი Anxiety ოფიციალურად გამოსცა. ინფორმაცია რეპერმა სინგლის გამოსვლამდე ნახევარი საათით ადრე პლატფორმა X-ზე დააანონსა, სადაც სიმღერის შავ-თეთრი ქავერი გამოაქვეყნა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც Anxiety „ტიკტოკზე” განსაკუთრებით ტრენდული გახდა, თუმცა Doechii-მ ის პირველად ხუთი წლის წინ თავის იუთუბ არხზე შეასრულა. სინგლის სემპლი აღებულია Gotye-ს 2011 წლის Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტიდან Somebody That I Used to Know, რომელშიც Kimbra მონაწილეობს. თავად Doechii-ს სიმღერის სემპლი კი Sleepy Hallow-მ გააკეთა, რომელიც მის 2023 წლის ალბომში, Boy Meets World-ში შევიდა.

წლევანდელი წელი Doechii-სთვის წარმატებით დაიწყო. გასულ თვეს მან პირველი გრემი მოიგო საუკეთესო რეპ ალბომისთვის, რითაც ამ ჯილდოს მფლობელი მესამე ქალი გახდა ქარდი ბისა და ლორენ ჰილის შემდეგ. ამასთანავე, მისმა სიმღერამ Denial is a River – 21-ე ადგილი დაიკავა Billboard Hot 100-ში, რაც რეპერისთვის ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

მოუსმინეთ Anxiety-ს ოფიციალურ ვერსიას:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა მიკ ჯაგერთან, ჯულია გარნერსა და სხვა ვარსკვლავებთან ერთად ოსკარების ყოველწლიურ წვეულებაზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ალბომ I Said I Love You First-ის სიმღერების სია  გამოაქვეყნეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

ფლეილისტი „ბილბორდის” საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი