სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ალბომ I Said I Love You First-ის სიმღერების სია  გამოაქვეყნეს

მომავალი საერთო პროექტი 14 სიმღერას მოიცავს.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images
სელენა გომესი და ბენი ბლანკო Nya Studios-ში 2024 წლის 24 ოქტომბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.
Amy Sussman/Getty Images

სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ერთობლივი ალბომის I Said I Love You First-ის გამოსვლამდე გულშემატკივრებს კიდევ რამდენიმე კვირა მოუწევთ ლოდინი, თუმცა 4 მარტს  არტისტებმა ალბომში შესული სიმღერების სია გამოაქვეყნეს.

სელენა გომესმა ინსტაგრამზე ფოტო დადო, სადაც სიმღერების სიაა გაზიარებული.

„კიდევ რამდენიმე დეტალს მოგაწვდით… ბენი და მე აღფრთოვანებული ვართ, რადგან ჩვენი ალბომის ოფიციალურ სიმღერების სიას გიზიარებთ“ — დაწერა სელენამ.

ალბომ I Said I Love You First-ის გამოსვლა 21 მარტს იგეგმება, რომელიც უკვე გამოცემულ სინგლებს: Scared of Loving You-ს და Call Me When You Break Up-ს მოიცავს.

ალბომ  I Said I Love You First-ში შესული სიმღერების სია კი ასე გამოიყურება: I Said I Love You First, Younger and Hotter Than Me, Ojos Tristes, Don’t Wanna Cry, Sunset Blvd, Cowboy, Bluest Flame, How Does It Feel to Be Forgotten, Do You Wanna Be Perfect, You Said You Were Sorry, I Can’t Get Enough და Don’t Take It Personally.

სიის გამოქვეყნება სელენა გომესის ინსტაგრამ ვიდეოს გამოსვლას მოჰყვა, სადაც არტისტი ალბომის კიდევ ერთ სიმღერაზე მინიშნებებს აკეთებს. ვიდეოში სელენა გომესი  მანქანაში ზის და საცეკვაო მელოდიას უსმენს, რომელიც, როგორც ჩანს, Cake-ის 1998 წლის ჰიტის Never There-ის სემპლს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ სელენა გომესი და ბენი ბლანკო დეკემბერში დაინიშნნენ, ორი თვის შემდეგ კი, ვალენტინობის დღეს, ალბომ I Said I Love You First-ის  გამოსვლა  ოფიციალურად გამოაცხადეს.

Apple Music 1-ის ეთერში, ზეინ ლოუსთან ინტერვიუში, სელენა გომესმა ახალი პროექტი ასე შეაფასა: „ეს არის იმის ჩვენება, თუ ვინ ვართ ჩვენ ერთად, როგორ შევქმენით ეს ნამუშევარი, როგორ გვიყვარდა პროცესი და როგორ გვიყვარს ერთმანეთი. უბრალოდ, ისე ჩანს თითქოს, ეს წინასწარ გვქონდა გათვალისწინებული.”

ნახეთ სელენა გომესის ინსტაგრამ პოსტი, სადაც იგი ალბომ  I Said I Love You First-ში შესული სიმღერების სიას აქვეყნებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doechii-მ Anxiety-ს ოფიციალური ვერსია გამოუშვა

შემდეგი სტატია

Snoop Dogg და კორი ბროდუსი ჯენიფერ ჰადსონის შოუში, 2024 წლის 2 დეკემბერი, კალიფორნია. კრის ჰესტონი/WBTV Getty Images

Snoop Dogg-ის ქალიშვილს კორი ბროდუსს პირველი შვილი სამი თვით ადრე შეეძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard იაპონია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეილისტს აქვეყნებს, რომელშიც ქართველი მუსიკოსებიც შედიან

ფლეილისტი „ბილბორდის” საერთაშორისო გამოცემებთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი