დოლი პარტონი ქმრის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა 

ვარსკვლავი Dollywood-ის 40 წლის იუბილეს გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
დოლი პარტონი Dolly: An Original Musical-ის პრეს კონფერენციაზე. 2025 წლის 28 იანვარი.
Jason Kempin/Getty Images

ქანთრის ლეგენდა დოლი პარტონი 14 მარტს, Dollywood-ის 40 წლის იუბილეს სეზონის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. ეს მომღერლისათვის პირველი საჯარო გამოჩენა იყო მას შემდეგ, რაც მისი ქმარი, კარლ დინი გარდაიცვალა.  

პარტონმა ღონისძიება სტუმრებისადმი მიმართვით გახსნა. ვარსკვლავმა მათ თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. ტელეკომპანია WVLT-ის ცნობით, პარტონმა  განაცხადა: „უბრალოდ მინდა, მადლობა გითხრათ ყვავილებისთვის, ბარათებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.”

ამის შემდეგ, პარტონმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც შთაგონებულია 1973 წლის ცნობილი ბალადით, Will Always Love You: „მინდოდა გცოდნოდათ, რომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მეყვარება ის. ძალიან მომენატრება და რა თქმა უნდა, ყოველთვის მეყვარებით თქვენც.” 

კარლ დინი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.  „კარლთან უამრავი საოცარი წელი გავატარე. 60 წელზე მეტხანს ვიზიარებდით სიყვარულს, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ,” – განაცხადა პარტონმა ქმრის გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნებულ საჯარო განცხადებაში. ოჯახს დინის გარდაცვალების მიზეზი საჯაროდ არ გაუჟღერებია.  

პარტონმა და დინმა ერთმანეთი ნეშვილში გაიცნეს და 1966 წლის 30 მაისს, რინგგოლდში, ჯორჯიას შტატში  იქორწინეს. 2016 წელს, მათი ქორწინების 50 წლისთავზე, წყვილმა ფიცი განაახლა.  

ქმრის გარდაცვალების შემდეგ დოლი პარტონმა დინს პატივი მიაგო სიმღერით – If You Hadn’t Been There.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

შემდეგი სტატია

კვირის გზამკვლევი: ნახეთ ჩაპელ როუნის, Playboi Carti-ს, Haim-ისა და სხვა არტისტების მიერ გამოცემული ახალი მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი