ბილბორდის მუსიკალური გზამკვლევი ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვან რელიზებს გაგაცნობთ – მუსიკას, რომელზეც მომდევნო კვირის განმავლობაში ყველა ილაპარაკებს და რომელიც პლეილისტების დომინანტი გახდება:
ჩაპელ როუნის The Giver – ეს ის შემთხვევაა, როცა 2000-იანების პოპი 1990-იანების ქანთრის ხვდება. სიმღერა, რომლის გამოსვლასაც გულშემატკივარი უკვე დიდი ხანია ელის, პირველად Saturday Night Live-ში გასულ ნოემბერს შესრულდა. კვირების დაანონსების შემდეგ კი საბოლოოდ ოფიციალურად გამოვიდა.
როგორც იქნა, Playboi Carti-მ 2020 წლის Whole Lotta Red-ის შემდეგ ახალი ალბომი გამოსცა. 76-წუთიანი ჩანაწერი, სახელწოდებით I Am Music, 30 სიმღერისგან შედგება და მასში მონაწილეობენ ისეთი ა-კლასის ვარსკვლავები, როგორებიც არიან კენდრიკ ლამარი, The Weeknd, ტრევის სკოტი და Future.
Haim-მა იდეალური ახალი სინგლი გამოსცა – Relationships. სიმღერა ძველი მეგობრის დაგვიანებულ მოკითხვას ჰგავს ტრიოს მყუდრო სტილით, ბასის ცოცხალი პარტიითა და რიტორიკული კითხვებით ურთიერთობის სტატუსებზე.
თვალისმომჭრელი დაბრუნება ჰქონდა მისტიკურ ბრიტანულ როკჯგუფს Sleep Token-ს სიმღერით Emergence. ეს არის 6-წუთიანი ნაწარმოები, რომელიც მეტალკორს, ჰიპ-ჰოპს, ელექტრონულ მუსიკასა და პოპს აერთიანებს. Emergence, რომელიც მთავარი სინგლია დაანონსებული ალბომიდან Even in Arcadia, ჯგუფისთვის წარმატებული წლის საწინდარია.
სელენა გომესისა და ბენი ბლანკოს ერთობლივი ალბომის რამდენიმე სხვადასხვა ელფერი უკვე ვიხილეთ მის გამოსვლამდე. სიმღერა Sunset Blvd კი მათ შორის ყველაზე რომანტიკულია. მასში გომესი საქმროსთან პირველ შეხვედრას იხსენებს.
Lil Nas X-ის სინგლებით დატვირთული კვირა HOTBOX-ით დაგვირგვინდა, რომელშიც ფარელ უილიამსის Frontin-ის სემპლია გამოყენებული. მართალია, არც წინა სინგლებია ნაკლები, თუმცა, როგორც ჩანს, რეპერმა საუკეთესო ბოლოსთვის შემოინახა.
Love in Real Life – ორი კვირის წინ ლიზომ დაბრუნების ნიშნად სამი წლის განმავლობაში პირველი სიმღერა გამოსცა. ახლა კი მომღერალმა Still Bad გამოუშვა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელშიც ლიზო ხაზგასმით წარმოაჩენს თავის ვოკალს, იუმორის გრძნობასა და პოპის ალღოს.
საკმაოდ წარმატებული გამოდგა Peso Pluma-ს ბოლო სინგლი. თუმცა ამ კვირაში გამოცემული RARI ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერა აღმოჩნდა მათ შორის, რაც კი მას ბოლო წლების განმავლობაში გამოუცია.