ლეგენდარული ბენდის Deep Purple-ის კონცერტი REDIUM-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართება

როკ-კორიფეების კონცერტი ძველი სპორტის სასახლეში 16 ნოემბერს გაიმართება
Deep Purple-ის კონცერტი REDIUM-ის ორგანიზებით თბილისში გაიმართება

Redium საქართველოში მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. კომპანია ღონისძიებების სერიას აგრძელებს,  შემდეგი გრანდიოზული კონცერტი კი 16 ნოემბერს ძველ სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც აუდიტორიის წინაშე ლეგენდარული ბრიტანული როკ ბენდი Deep Purple წარდგება.

„ამ შოუსთვის დიდი ხანია, ვემზადებით. ერთ წელზე მეტია, ბენდთან მოლაპარაკებები გვაქვს. მინდა ვთქვა, რომ ეს იქნება წლის საუკეთესო შოუ, რომელიც ნამდვილმა მელომანმა არ უნდა გამოტოვოს.” – აღნიშნა ბილბორდთან საუბარში REDIUM-ის დამფუძნებელმა.

უნდა აღინიშნოს, რომ  ბენდი თითქმის 60 წელია, მუსიკალურ მოღვაწეობას ეწევა. წელს Deep Purple-ის ბოლო მუსიკალურ ტურნე იქნება, სწორედ ამ ტურნეს ფარგლებშია დაგემილი კონცერტი თბილისში. ეს  მსმენელისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ კონცერტს დაესწროს.

ბრიტანული ბენდი 1968 წელს ჩამოყალიბდა. დასაწყისში ბენდი ფსიქოდელიურ როკს უკრავდა, შემდეგ კი იმ გრიგალად გარდაიქმნა, რომელმაც მძიმე როკს დაუდო საფუძველი. მათი საკულტო სიმღერა Smoke on the Water როკ მუსიკის ჰიმნად იქცა, – ეს  არის რიფი, რომელსაც ყველა გიტარისტი თამაშის წესით სწავლობს. ესაა მუსიკალური ქრონიკა, რომელიც Deep Purple-ის ცეცხლოვან ენერგიას ატარებს.

Deep Purple-ის საკონცერტო პერფორმანსები გამორჩეულია. მათი ავთენტური სტილი სცენაზე ნამდვილ ალქიმიას ქმნის, რომელიც მძლავრი, არაპროგნოზირებადი ენერგიით გამოირჩევა. 

57 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში Deep Purple ყოველთვის რჩებოდა ახლებური, ენერგიული და დაუმორჩილებელი. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუსიკა კლასიკად არის აღიარებული,  ისინი არასდროს რჩებოდნენ წარსულში და ახალი მუსიკითა და ექსპერიმენტებით ყოველთვის მიდმივად სიახლისკენ ისწრაფოდნენ.

დღესაც, როდესაც  Deep Purple სცენაზე დგება, ეს აღარ არის მხოლოდ კონცერტი – ეს არის როკ-ისტორიის ცოცხალი მასტერკლასი. სწორედ ასეთი ლეგენდარული ბენდის კონცერტი გაიმართება თბილისში 16 ნოემბერს, ძველი სპორტის სასახლეში. ნამდვილი მელომანებისთვის კი ეს საღამო დღესასწაულად იქცევა.

Deep Purple-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაინტერესებულ პირებს 16 მარტიდან, პლატფორმა Biletebi.ge-ს საშუალებით შეეძლებათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კვირის გზამკვლევი: ნახეთ ჩაპელ როუნის, Playboi Carti-ს, Haim-ისა და სხვა არტისტების მიერ გამოცემული ახალი მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი