უილ სმიტმა 20 წლის შემდეგ პირველი ალბომის Based on a True Story-ს გამოსვლა დააანონსა

ალბომში შესულია უკვე გამოცემული სინგლები: First Love, Beautiful Scars, TANTRUM, Work of Art და You Can Make It.
უილ სმიტი Based on a True Story Courtesy Photo
უილ სმიტი Based on a True Story Courtesy Photo

14 მარტს უილ სმიტმა გაამხილა, რომ მისი პირველი ალბომი Based on a True Story 20 წლის შემდეგ პირველად, 28 მარტს გამოვა. 

“ამ პროექტზე დიდი ხანია, ვმუშაობ და ვეღარ ვითმენ. მინდა, რომ თქვენც მოისმინოთ,” – დაწერა უილ სმიტმა ინსტაგრამზე, სადაც ალბომის სარეკლამო ფოტოები და სიმღერების სია გამოაქვეყნა. 

თოთხმეტ ტრეკიან ალბომში უკვე გამოცემული სინგლები შედის: First Love, Beautiful Scars, TANTRUM, Work of Art და You Can Make It.

გარდა ამისა, ალბომში  DJ Jazzy Jeff, Teyana Taylor და Jac Ross მონაწილეობენ. 

იანვარში უილ სმიტმა Billboard-თან საუბრისას გაამხილა, თუ რატომ სურს 20 წლის შემდეგ ახალი ალბომის გამოცემა. აღსანიშნავია, რომ მისი ბოლო ჩანაწერი Lost and Found, 2005 წელს გამოვიდა.

“ჩემში ისეთი რამ აღოვაჩინე, რასაც შეიძლება ხელოვნების და ტკივილის გააზრების წყარო ეწოდოს, ეს რაღაც არ ჰგავს არაფერს რაც აქამდე გამომიცდია, მისი არსებობა აქამდე არც მიგრძვნია, ოსკარების შემდეგ ეს სულიერი ძიება გაგრძელდა, ჩემში სრულიად სხვა სამყარომ გაიღვიძა. აღმოვაჩინე ახალი რამ, რაზეც თუნდაც სამი წლის წინ წარმოდგენა არც კი მქონდა. სიზმრები, ხილვები – ეს ჩემი შინაგანი სამყაროს ნაწილებია. ეს ყველაფერი კი ძლიერი სურვილის საწინდარი იყო, რათა გამეზიარებინა ხალხისთვის ის, რასაც მე ვხედავდი და განვიცდიდი. სწორედ ეს სურვილი გახდა ჩემი მუსიკის მთავარი საყრდენი.”

“ჩემთვის მუსიკა ახლა იმ ბედნიერებისა და სიხარულის შეგრძნებაა, რასაც ბავშვობაში ეკლესიაში ყოფნისას ვგრძნობდი. ეს არის მცდელობა, რომ ჩვენი სამყარო ოდნავ უფრო მსუბუქი

გავხადო. ყოველთვის მქონდა ძლიერი წარმოსახვა, ეს ჩემი ბუნების ნაწილია, მაგრამ ახლა ჩემში რაღაც ახალი იღვიძებს. რაღაც, რაც მაიძულებს, ჩემი სულიერი გზა მუსიკით გავიკვლიო.”

უილ სმიტმა ასევე აღნიშნა, რომ Based on a True Story-ის სახელწოდების ქვეშ  სამი ალბომის გამოცემა აქვს დაგეგმილი. 

Billboard-თან საუბრისას უილ სმიტმა პროექტი „სამი სეზონისგან შემდგარ სატელევიზიო მიუზიკლ შოუს“ შეადარა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომავალი ალბომები ერთმანეთთან კავშირში იქნება და ერთ სრულ კონცეფიას შექმნის.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Mariam Shengelia - Freedom | Georgia 🇬🇪 | Official Music Video

მარიამ შენგელიას ევროვიზიის სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა

შემდეგი სტატია

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტი გრემი დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო:ჯეფ კრავიცი / FilmMagic

 კანიე უესტი კენდრიკ ლამარს Playboi Carti-ს ახალ ალბომში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი მუსიკა არ მოსწონს

მანამ, სანამ  Playboi Carti-ს ნანატრ ახალ ალბომს გულშემატკივრები სიამოვნებით უსმენენ, ერთ-ერთი არტისტი, როგორც ჩანს, ამით აღფრთოვანებული არ არის.…
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Doechii პარიზის მოდის კვირეულზე, 2025 წლის 6 მარტი. საფრანგეთი.

უილ სმიტი და  Doechii TikTok-ის ვირუსულად ტრენდულ ვიდეოს ქმნიან სიმღერაზე – Anxiety

13 მარტს უილ სმიტი და Doechii გაერთიანდნენ და TikTok-ის ვირუსულად ტრენდული ვიდეო გადაიღეს. კლიპში უილ სმიტი სარკეში იყურება…
მეტი