Playboi Carti-მ Evil J0rdan-ის მუსიკალური კლიპი გამოსცა. ვიდეო, რომელიც რეპერის ახალი ალბომის, I Am Music-ის გამოშვებას მოჰყვა, მუსიკოსმა საკუთარ „იუთუბ” არხზე გააზიარა. მასში Carti მეგობართან ერთად ფულით სავსე მდიდრულ სამზარეულოში რეპავს.
მართალია, გულშემატკივრებმა კლიპს მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა „იუთუბი” აივსო კომენტარებით იმის შესახებ, რომ Evil J0rdan, ვიდეოკლიპის ჩათვლით, ტექნიკურად უკვე წელიწადზე მეტია, გამოცემულია.
„ისე გამოსცა, თითქოს ერთი წელია, გამოშვებული არ იყოს,” – წერს ერთ-ერთი ფანი.
ვიდეოს გამოსვლამდე ერთი დღით ადრე Carti-მ ფესტივალი Rolling Loud დახურა. სცენაზე მას კაი სენტა, Skepta და The Weeknd შეუერთდნენ. რეპერმა ახალი ალბომის სიმღერები შეასრულა, ასევე Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტი Timeless.
Playboi Carti-ს ახალმა ალბომმა კი გამოსვლისთანავე „სპოტიფაის” რეკორდი დაამყარა და 2025 წლის ამ ეტაპის მონაცემებით, ერთ დღეში ყველაზე ხშირად დასტრიმული ალბომი გახდა. ეს რეპერის პირველი სტუდიური ჩანაწერია 2020 წელს გამოცემული Whole Lotta Red-ის შემდეგ.
ნახეთ Evil J0rdan-ის ვიდეოკლიპი: