მიუხედავად იმისა, რომ უესტი არაერთ კოლეგას დაუპირისპირდა, მათ შორის დრეიკს, Playboi Carti-სა და კენდრიკ ლამარს, 50 Cent-ის მიმართ სიმპათია გამოხატა: „50 Cent ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადამიანია,“ – დაწერა Ye-მ X-ზე. „ის იქნება ერთ-ერთი მათგანი, ვინც შავკანიანთა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას აღადგენს.“ თუმცა, 50 Cent, როგორც ჩანს, თავს იკავებს უესტთან ასოცირებისგან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც Ye არაერთხელ გააკრიტიკეს სიძულვილის ენის გამო. „Ye, ამ მომენტში ძალიან საშიში ხარ,“ – ასე უპასუხა 50 Cent-მა უესტს ინსტაგრამზე. 2024 წელს Billboard-თან ინტერვიუში 50 Cent-მა აღნიშნა, რომ სირთულეების გადალახვით Ye-მ რეპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი კარიერა შეიქმნა.
„ვერავინ დამისახელებთ, ვისაც თავს კანიეზე მეტ რამ გადახდენია, ან უფრო მეტი მიზეზი ჰქონია ფსკერზე დასაშვებად. წარმატება მოვიდა, მაგრამ დედა გარდაეცვალა. მისი დაკარგვის შემდეგ, Ye-ს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, რომ რეალობასთან კავშირი გაეწყვიტა, მაგრამ სწორი ნაბიჯი გადადგა – საქმეს დაუბრუნდა.“ – აღნიშნა წარსულში 50 Cent-მა.
მიუხედავად იმისა, რომ 50 Cent და კანიე ჰიპ-ჰოპის ორი განსხვავებული მიმართულების წარმომადგენლები არიან, ისინი პოპ-კულტურაში უკვე ორ ათწლეულზე მეტია, წამყვან ფიგურებად რჩებიან. 2007 წელს ისინი MTV-ის Video Music Awards-ზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და Rolling Stone-ის გარეკანზეც ერთად გამოჩნდნენ.
შეჯიბრების შედეგად, უესტის ალბომმა Graduation გადაუსწრო 50 Cent-ის Curtis-ს, რამაც უესტი მუსიკალურ სუპერვარსკვლავთა რიგებში კიდევ უფრო დააწინაურა. „ჩვენ შევქმენით ჰიპ-ჰოპის ისტორიაში ყველაზე დიდი გაყიდვების კვირა, რადგან ეს შეჯიბრება გვქონდა,“ – გაიხსენა 50 Cent-მა Billboard-თან საუბრისას. „ფანებიც ამ კონკურენციით იყვნენ შეპყრობილები და ორივე ალბომს ყიდულობდნენ. საბოლოოდ, მიუხედავად იმისა, რომ უნდა დავპირისპირებოდით ერთმანეთს, რეალურად, არასდროს გვქონია სერიოზული კონფლიქტი.“
Ye-მ თავის ერთ-ერთ პოსტში ქალ რეპერებზეც გამოთქვა მოსაზრება და აღნიშნა, რომ Megan Thee Stallion-მა Cardi B ჩაანაცვლა. „სად იქნება Cardi B 10 წლის შემდეგ? ის უბრალოდ გამოიყენეს,“ – დაწერა მან.
Cardi B-მ ამ პოსტს სოციალურ ქსელ X-ზე ირიბად უპასუხა და თავისი კარიერის სიმყარეზე გაამახვილა ყურადღება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ალბომი გამოუშვა. „7 წელი, 1 ალბომი… ისევ განხილვადი ვარ და ისევ მეკითხებიან ჩემს მუსიკაზე,“ – დაწერა მან.
19 მარტს უესტმა თავისი ახალი ალბომი Bully და მასზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, სადაც მთავარ როლს მისი შვილი, სეინტი ასრულებს.