Lizzo-მ ახალ ალბომზე მუშაობა ოფიციალურად დაასრულა

პროექტში ადრე გამოცემული სინგლები Still Bad და Love in Real Life შედის.
Lizzo - 2025 წლის 12 მარტი, ლოს ანჯელესი ფოტო: კრისტოფ პოლკი
Lizzo – 2025 წლის 12 მარტი, ლოს ანჯელესი ფოტო: კრისტოფ პოლკი


19 მარტს სუპერვარსკვლავმა Lizzo-მ ინსტაგრამზე განაცხადა, რომ მისი მომავალი ალბომი Love in Real Life ოფიციალურად დასრულებულია. „ალბომი მზადაა, ხალხო!“ – დაწერა მან და პოსტს სტუდიაში გადაღებული ფოტო დაურთო.

Lizzo 12 აპრილს, შაბათის ღამის შოუში – SNL-ზე მუსიკალური სტუმრის რანგში უკვე მეოთხედ გამოჩნდება. შოუს წამყვანი კი ჯონ ჰამია. არტისტის დებიუტი SNL-ზე 2019 წელს შედგა, შემდეგ კი, 2022 წელს ის შოუში ორჯერ იყო მიწვეული.

ბოლო ინტერვიუში Lizzo-მ ალბომის შთაგონების წყარო გაამხილა. „ვერავის მოვატყუებთ და ვერ ვიტყვით, რომ მაიკლ ჯექსონმა Love in Real Life-ის ვიდეოზე დიდი გავლენა არ მოახდინა. ასევე, ბიონსე და მისი ალბომების ვიზუალი, ის სულ ასე აკეთებს და ჩემთვის ეს საშინლად მაგარია.“

ნახეთ Lizzo-ს ინსტაგრამ პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„დისნეი” და „პიქსარი” Coco 2-ზე მუშაობენ

შემდეგი სტატია

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნილ იანგი უკრაინის უფასო კონცერტს აუქმებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

დუა ლიპა 19 მარტი, მელბურნი, ავსტრია. ფოტო: ნაომი რაჰიმი

დუა ლიპამ ტროი სივანთან ერთად Physical-ის რემიქსი გამოსცა

დუა ლიპამ რემიქსის თიზერი პირველად მელბურნში გამართულ შოუზე გაავრცელა, სადაც სიურპრიზად სცენაზე ტროი სივანი მიიწვია და სინგლი Rush ერთად შეასრულეს.
მეტი

Playboi Carti პირველი რეპერია, რომელიც Billboard Hot 100-ში ერთ კვირაში 30-ზე მეტი ჰიტით შევიდა

ჯამში ის მესამე არტისტია, რომლის 30 სიმღერაც ერთდროულად მოხვდა ჩარტში, ტეილორ სვიფტისა და მორგან უოლენის შემდეგ.
მეტი