უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ნილ იანგი უკრაინის უფასო კონცერტს აუქმებს

„სიტუაცია ზედმეტად ცვალებადია,” – განმარტავს მუსიკოსი.
ნილ იანგი ლონდონში, 2019 წელი
Matthew Baker/GI

ნილ იანგის უკრაინელ ფანებს კიდევ მოუწევთ ლოდინი, რომ მუსიკოსი პირადად ნახონ. იანგმა უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაგეგმილი უფასო კონცერტი გააუქმა.  

აღნიშნული კონცერტი მუსიკოსმა თვის დასაწყისში დააანონსა და გაამხილა, რომ ის წინ წარუძღვებოდა მის ევროპულ ტურნეს. მას შემდეგ სხვა დეტალები არ გაჟღერებულა, თუმცა ცნობილია, რომ ტურნე შვედეთში 18 ივნისს იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინული კონცერტი მანამდე უნდა გამართულიყო. 20 მარტს კი იანგმა სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ უკრაინაში დაგეგმილი შოუ აღარ შედგება.

„კარგი ადგილი გვქონდა შერჩეული, მაგრამ სიტუაცია ზედმეტად ცვალებადია,” – დაწერა მუსიკოსმა. „საღ გონებაზე არ უნდა ვიყო, რომ ჩემი გუნდი იმ ტერიტორიაზე წავიყვანო. ბოდიშს ვუხდი ყველას. უკრაინა დიდებული ქვეყანაა კარგი ლიდერით. Slava Ukraini.”

უკრაინის შოუს გაუქმებამდე იანგმა დააანონსა, რომ მის კონცერტებზე ე.წ. პლატინის ბილეთები აღარ გაიყიდება. ეს გადაწყვეტილება კი, მისი თქმით, The Cure-ის რობერტ სმითის ინტერვიუს შემდეგ მიიღო.

„ეს ეხება იმ სამწუხარო ამბებს, რაც მსოფლიოს მასშტაბით ხდება კონცერტებთან მიმართებით. ეს დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ არჩევანი უნდა გავაკეთო, რითაც შემიძლია, ჩემი მელომანი მეგობრებისთვის რაღაც შევცვალო. ჩემი მენეჯერები და აგენტი მუდამ ჩემს დაცვას ცდილობდნენ და საუკეთესო შეთავაზებებზე მუშაობდნენ. ისინი ცდილობდნენ, მე და ჩემი ფანები დავეცავით გადამყიდველებისგან, რომლებიც საუკეთესო ბილეთებს ყიდულობენ და შემდეგ, მოგების მიღების მიზნით, დიდი ფასნამატით ყიდიან. სწორედ ამიტომ, გამოვიდა Ticketmaster-ის ძვირადღირებულ პლატინის ბილეთები იმ არეალებში, სადაც უმეტესად ბილეთებს სწორედ გადამყიდველები იძენდნენ. ეს ფული კი ჩემთან მოდიოდა, რაც სამართლიანი არ იყო.”

ევროპულ ტურნეში იანგი ბენდ Chrome Hearts-თან ერთად გაემგზავრება. ბენდის შემადგენლობაში არიან მუსიკოსის დიდი ხნის საქმიანი პარტნიორი, კლავიშისტი და ორგანისტი სპუნერ ოლდჰემი და ასევე Promise of the Real-ის წევრები: მიკა ნელსონი (გიტარა/ვოკალი), კორი მაკორმიკი (ბასი) და ენთონი ლოგერფო (დრამი). კოლექტივმა იანვარში გამოსცა სიმღერა Big Change. იანგი ბენდს გასულ წელს შეუერთდა. მისი თქმით, ჯგუფის ერთობლივი ალბომის გამოსვლა აპრილის თვეში იგეგმება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Lizzo - 2025 წლის 12 მარტი, ლოს ანჯელესი ფოტო: კრისტოფ პოლკი

Lizzo-მ ახალ ალბომზე მუშაობა ოფიციალურად დაასრულა

შემდეგი სტატია

ტინა ნოულსს Billboard Women in Music-ის ცერემონიაზე წლის დედის ჯილდო გადაეცემა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი