Nini Iris – ის სიმღერა Release me 25 აპრილს გამოვა

Release me სწორედ ის კომპოზიციაა, რომელიც არტისტმა ევროვიზიის კონკურსისთვის შექმნა.
Nini Iris
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა Nini Iris-მა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ის ახალი სიმღერის გამოსვლას აანონსებს. მისი თქმით, ეს სწორედ ის სიმღერაა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ევროვიზიის კონკურსისთვის გაუგზავნა. 

ninismusic

„გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემი გუნდი უამრავ შეტყობინებას ვიღებდით ევროვიზიაში ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ამ საკითხზე ვისაუბრო. 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში საზოგადოებრივ მაუწყებელს გავუგზავნე ჩემი კომპოზიცია Release me, რომელიც შესანიშნავ Jason Master-თან ერთად შევქმენი. ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მასში მთელი ჩემი ძალისხმევა ჩავდე, თუმცა ადგილობრივ კომისიას ვაცნობე, რომ მზად ვიყავი, მათთან ერთად მეთანამშრომლა სხვა სიმღერაზე და სხვა მიმართულებით წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, მაინც მსურს, გაგიზიაროთ ჩემი სიმღერა სახელწოდებით Realise me, რომელიც 25 აპრილს გამოვა. ის მოგითხრობთ ჩემს გაშიშვლებულ ემოციურ განცდებზე, რომელიც პროგრესირებს და უფრო ძლიერად,  ვიდრე ოდესმე, საბოლოოდ მიემართება გულისტკივილისა და გამარჯვებისკენ…”

„დიდი მადლობა ყველას, ამ გაურკვეველ პერიოდში ჩემს მიმართ  გამოხატული სიყვარულისთვის. მართლაც ძალიან ვაფასებ საერთაშორისო, ასევე ქართული საზოგადოების მხარდაჭერას. თქვენ მე მაძლიერებთ.. წარმატებები საქართველოს, მიყვარხართ ყველანი ძალიან.” – აღნიშნა მომღერალმა Nini Iris- მა ვიდეო მიმართვაში.

მოისმინეთ Nini Iris-ის სიმღერის  Release Me მუსიკალური ფრაგმენტი და დაელოდეთ მის პრემიერას 25 აპრილს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2-6 აპრილს საქართველო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ SITFY-ს უმასპინძლებს

შემდეგი სტატია

U2 პირველი ირლანდიური ჯგუფია, რომელიც Ivors Academy Fellows-ის ტიტულს მიიღებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი

შერი და სხვა არაერთი ვარსკვლავი ბობ მაკის გარდაცვალებას ეხმაურება

შერისთან თანამშრომლობა მაკის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო, თუმცა ათწლეულების განმავლობაში მისი ცნობილი კოსტიუმებით პოპკულტურის არაერთი ცნობილი სახე გამოჩნდა.
მეტი

„ბჟა დო თუთა“  – Tamada-ს და ჯეგე სახოკიას ახალი მეგრული კომპოზიცია 

„ბჟა დო თუთა“ Tamada-სა და ჯეგე სახოკიას კოლაბორაციული ნამუშევარია, რომლის ტექსტიც ზეინაბ სარიას ლექსის მიხედვითაა შექმნილი.
მეტი