ჩეტ ჰენკსის ბენდის, Something Out West-ის ვიდეოკლიპში, სახელწოდებით You Better Run, მუსიკოსმა ვარსკვლავი მამა დაიხმარა, რათა 30 წლის შემდეგ მისი საკულტო ფილმიდან „ფორესტ გამპი” ცნობილი სცენები გაეცოცხლებინა.
სამწუთიანი ვიდეო იწყება სცენით, სადაც ჩეტი პარკის სკამზე ზის მამამისის იდენტური კოსტიუმით, რაც ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვიზუალია. კლიპში ფილმიდან რამდენიმე სცენა ცოცხლდება, მათ შორისაა ჯენისთან ერთად სეირნობის, ბულერების ჯგუფის დადევნებისა და აშშ-ის გარშემო ერთწლიანი მარათონის ეპიზოდები. კლიპის მეორე ნაწილში კი ჩეტს პარკის სკამზე თავად ოსკაროსანი მამაც უერთდება.
ჩეტი ტომ ჰენკსისა და რიტა უილსონის ვაჟია. მსახიობს ასევე ჰყავს ვაჟი კოლინი და ქალიშვილი ელიზაბეთი ყოფილ მეუღლესთან, სამანთა ლუისთან.
დიდი ხანია, ცნობილია, რომ მსახიობს ვაჟიშვილთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ჩეტი მამას ჰიპ-ჰოპ კულტურაში გარკვევაშიც კი ეხმარება. მაგალითად, გასულ წელს უმცროსმა ჰენკსმა სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის მამამისს მოკლე ტექსტური შეტყობინებებით კენდრიკ ლამარისა და დრეიკის დაპირისპირებას უხსნიდა.
„შეგიძლია დრეიკისა და კენდრიკ ლამარის კონფლიქტი ამიხსნა?” – წერდა უფროსი ჰენკსი. მას შემდეგ კი, რაც ვაჟმა ის სიტუაციაში გაარკვია, მსახიობმა გაოცება ვერ დამალა: „ღმერთო ჩემო! და ადამიანები მათ მხარეებს იჭერენ? ვინ იგებს???”
სანამ ჩეტი ბენდ Something Out West-ს შეუერთდებოდა, მანამდე თავადაც რეპერის კარიერას მისდევდა.
ნახეთ მამა-შვილის ერთობლივი ვიდეოკლიპი You Better Run: