ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ცოტა ხნის წინ The Hollywood Reporter-მა ინფორმაცია გაავრცელა, რის თანახმადაც ბილი აილიშსა და ფინეას ახალი მენეჯმენტი ჰყავთ. აქამდე მათ  Best Friends-ის თანადამფუძნებლები დენი რუკასინი და ბრენდონ გუდმანი  უწევდნენ მენეჯმენტს. მათ Best Friends 2019 წელს დააარსეს, რომელიც გამომცემლობის, მენეჯმენტისა და ხმის ჩამწერი ინდუსტრიის წამყვან კომპანიად იქცა. კომპანიას ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს Bishop Briggs-თან, Role Model-თან, Mimi Webb-თან და სხვა ცნობილ არტისტებთან.

Sandbox Entertainment-ის CEO ჯეისონ ოუენი დიდი ხანია, ქანთრის ვარსკვლავ კელსი ბალერინისთან და ქეისი მასგრეივსთან  თანამშრომლობს. გასულ კვირას Sandbox Entertainment-ის არტისტებმა  Academy of Country Music Awards-ის ხუთი ჯილდო მიიღეს.  მათ შორის წლის საუკეთესო შემსრულებლის (ბალერინი) და ქალი არტისტის (ბალერინი და მასგრეივსი) ნომინაციებში.

რუკასინთან და გუდმანთან თანამშრომლობის პერიოდში  ბილი აილიშის  44 სიმღერა Hot 100-ში შევიდა. მათ შორის N1 ჰიტი Bad Guy. ბილი აილიშს გრემის 32 ნომინაცია და 9 გამარჯვება აქვს მიღებული. აილიშმა და ფინეასმა ასევე  მოიგეს ორი ოსკარი  – No Time to Die (ჯეიმს ბონდის ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკისთვის) და What Was I Made For? საუნდტრეკი ფილმისთვის – Barbie.

რაც შეეხება ფინეასს, მას გრემის 21 ნომინაცია და 10 გამარჯვება აქვს მიღებული.

მომდევნო თვეს ბილი აილიში  მესამე სტუდიური ალბომის Hit Me Hard and Soft მხარდასაჭერ ტურნეს აგრძელებს. ალბომს Billboard 200-ში მეორე ადგილი უჭირავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წლის ქალის ტიტულის მიღებისას Doechii-მ Billboard Women in Music-ს აუცილებლობა უწოდა

შემდეგი სტატია

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი