დისიდენტ კომპოზიტორ მეჰდი რაჯაბიანს ირანის დატოვება არ შეუძლია, თუმცა მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს

სექტემბერში რაჯაბიანის ოთხი ნაწარმოები შვეიცარიაში, ციურიხში შესრულდება.
მეჰდი რაჯაბიანი
Barg Music

დისიდენტ ირანელ კომპოზიტორ მეჰდი რაჯაბიანს ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის დატოვება აუკრძალა, თუმცა მისი შემოქმედება თავისუფლად მოგზაურობს დასავლეთში, სადაც დიდ მხარდაჭერასა და ინტერესს იწვევს.

17 სექტემბერს ციურიხში, „ნოიმიუნსტერის” ეკლესიაში გამართულ კონცერტზე, ცნობილი დირიჟორი, კომპოზიტორი და ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორი ანდრე ბელმონტი უნივერსიტეტის ორკესტრთან ერთად სწორედ რაჯაბიანის კომპოზიციებს შეასრულებს: An Epitaph on the Tomb of Companions, Whip on a Lifeless Body, Murmur of the Naked Nun და Coup of Gods. კონცერტზე ასევე შესრულდება ჰანს ციმერისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. 

„მეჰდი ნამდვილი არტისტია. ნამდვილი არტისტი კი არასდროს გაწირავს თავის ხედვასა და რწმენას, მაშინაც კი, თუ სანაცვლოდ საკუთარი არსებობის გაწირვა უწევს,” – ამბობს ბელმონტი. „ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეჰდი საკუთარ ქვეყანაში დაპატიმრებულია, მუსიკის ქალის ხმისთვის შექმნაა. საკმაოდ უცნაურად ჟღერს, რომ მეჰდის მუსიკა ახლა დასავლურ ეკლესიაში შესრულდება, თუმცა ჩვენს საკონცერტო სივრცეს აკუსტიკური ჯაზის კონცერტებისთვისაც უმასპინძლია.”

რაჯაბიანი პირველად 2013 წელს დააკავეს. 3-თვიანი განმარტოებული პატიმრობის შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თუმცა 2015 წელს კვლავ დააპატიმრეს ალბომის ჩაწერისთვის, სახელწოდებით სეტარის (ტრადიციული სპარსული მუსიკალური ინსტრუმენტი) მიერ მოყოლილი ირანის ისტორია”. ბრალდების წარდგენის შემდეგ, მისი თქმით, ის თეირანის საპატიმროში გადაიყვანეს, სადაც 2016 წელს 40-დღიანი შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც, 2017 წელს პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. რაჯაბიანი კიდევ ერთხელ დააკავეს 2020 წელს (თუმცა ამჯერად არ დაუპატიმრებიათ), ახალი ალბომის, Middle Eastern-ის გამო. ალბომი იყო ნაწილი დიდი პროექტისა, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავდა ქორეოგრაფიას, მხატვრობასა და წიგნს, რაც საბოლოოდ ვერ განხორციელდა. მაშინ მუსიკოსს ბრალად ედებოდა „პროსტიტუციის წახალისება”, რადგანაც მის ალბომში ქალი ვოკალისტები მღეროდნენ, რაც ირანში აკრძალულია.  

დაკავებებისა და შიმშილობის ხანგრძლივმა ეფექტებმა რაჯაბიანის ჯანმრთელობას მძიმე დაღი დაასვა. „ჩემი სხეული და სული დაზიანდა,” – უთხრა მუსიკოსმა „ბილბორდს” 2021 წელს, მას შემდეგ, რაც მისი სიმფონია Coup of Gods გამოვიდა, რომელიც ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰარვი მეისონ ჯუნიორმა გამოსცა. „წონაში 15 კილოგრამი დავიკელი, 40%-ით დამაკლდა თვალთ და შიმშილობისგან სახსრები დამისივდა. საკუთარი ალბომისთვის ინსტრუმენტზეც კი ვეღარ ვუკრავ. მხოლოდ სიმღერის დაწერა და არანჟირება შემიძლია. ეს ყველაფერი კი იმის სათქმელად გავაკეთე, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც მუსიკის თავისუფლებას შეაჩერებს.”

ახლა კი რაჯაბიანი „ბილბორდთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი მუსიკა ცოცხლად სრულდება. „ცხოვრებაში არასდროს მქონია საშუალება, კონცერტი მქონოდა. შორიდან მომიწევს ყურება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ისლამურ რესპუბლიკას მისი გაუქმება არ შეუძლია ისე, როგორც ამას ირანში აკეთებს. 

როცა ანდრემ ჩემს ნაწარმოებებს მოუსმინა, დამირეკა და მითხრა, რომ მათ შესრულებას აპირებდა. ჩვენ დაახლოებით ერთი წელი გავატარეთ ერთმანეთისთვის მუსიკის გზავნასა და რედაქტირებაში.”

ბელმონტის თქმით, „მეჰდის მუსიკის ცოცხლად შესრულება დიდი ტექნიკური გამოწვევაა, რადგან თანამედროვე ხმის ჩამწერი სესიის მიდგომა გჭირდება, როგორც ეს იყო პიტერ გაბრიელის New Blood Orchestra ტურნეში. ამის გაკეთება კი მცირე ბიუჯეტით ძალიან რთულია და ამან წელიწად-ნახევრის განმავლობაში დიდი თავის ტკივილი გამიჩინა. მაგრამ ამავდროულად მომცა მოტივაცია და ბიძგი, რომ წინ წავსულიყავი და ეს პროექტი განმეხორციელებინა.”

რაჯაბიანისა და ბელმონტის რამდენიმეთვიანი კონტაქტის შედეგად, უნივერსიტეტმა ირანელ კომპოზიტორს სწავლის გაგრძელების საშუალებაც მისცა. „ეს მნიშვნელოვანი რამაა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ისლამურმა სახელმწიფომ სწავლაც ამიკრძალა,” – ამბობს რაჯაბიანი.

მუსიკოსის შემოქმედებაში კიდევ ერთი სიახლეა. ის ორკესტრული კომფორტის ზონიდან გამოვიდა და მუშაობა დაიწყო ცნობილ თანამედროვე ჰიპ-ჰოპ ჯგუფ Alphabet Rockers-თან. ჯგუფის თანადამფუძნებლების, ტომი სოლატი შეფერდისა და კეიტლინ მაკგოუს თქმით, რაჯაბიანი მათ სიმღერა Shades-ის გამოცემაში ეხმარება, რომელიც ჯგუფის გლობალური პროექტის ნაწილი იქნება. Alphabet Rockers 2023 წელს გრემის მფლობელი გახდა საუკეთესო საბავშვო მუსიკალური ალბომისთვის The Movement.

გრემის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ტამი ჰარტი Alphabet Rockers-ის გუნდთან ერთად 2023 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Leon Bennett/Getty Images for The Recording Academy

„ჩვენ ვილაშქრებთ იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სოლიდარობა კულტურული ომების მიერ ყველაზე მარგინალურად დასჯილი ადამიანების მიმართ,” – ამბობს მაკგოუ. „ჩვენ გვინდა, შევქმნათ ინკლუზიური და მიმღებლური საზოგადოება. ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა.”

„ასე რომ, თუ ჩვენ მივცემთ მუსიკალურ სახლს მეჰდის, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე ოთხი კედელი და უფრო დიდი, ვიდრე ერთი ნაცია, ეს ყველასთვის ჯილდო იქნება,” – ამატებს შეფერდი.

„მე უკვე მოვუსმინე ჯგუფის მუსიკას და თვალს ვადევნებ მათ აქტივობებს ბავშვთა ცნობიერების ამაღლების მხრივ. მათი სიმღერის ძალამ ძალიან მიმიზიდა. ეს იყო ტექნიკითა და ემოციით სავსე,” – ამბობს რაჯაბიანი. „სიამოვნებით მივიღებ ამ ახალ გამოცდილებას. ვფიქრობ, რაღაც კარგი მოხდება – საოცარი ალბომი, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება იმ სტილთაგან, რაც კი აქამდე გამომიცდია.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დრეიკი მიანიშნებს, რომ ფარელ უილიამსის კუთვნილი კიდევ ერთ ძვირფასი სამკაული შეიძინა

შემდეგი სტატია

მუსიკალური რეკორდები, რომლებიც შესაძლოა კენდრიკ ლამარმა 2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე დაამყაროს

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი