დრეიკი მიანიშნებს, რომ ფარელ უილიამსის კუთვნილი კიდევ ერთ ძვირფასი სამკაული შეიძინა

რეპერს ფარელის სხვა ნივთებიც აქვს, რომლებიც წარსულში აუქციონზე იყიდა.
დრეიკი ესწრება Toronto Raptors-ის და Sacramento Kings-ის კალათბურთის მატჩს. 2024 წლის 2 ნოემბერი.
Mark Blinch/Getty Images

როგორც ჩანს, დრეიკმა თავის კოლექციას ფარელ უილიამსის კუთვნილი კიდევ ერთი ძვირფასი გულსაკიდი შემატა. რეპერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტო, რომელშიც ჩანს უილიამსის მუსიკალური პროექტის, N.E.R.D.-ის სიმბოლიკით შექმნილი ჯაჭვი. ეს სამკაული ადრე Kid Cudi-ს ეკუთვნოდა. ჯაჭვი Jacob & Co.-ს მიერ არის შექმნილი. თეთრი და ვარდისფერი 14-კარატიანი ოქროთი დამზადებული ნაკეთობა ბრილიანტებით არის გაფორმებული. ის 2005 წელს თავად ფარელის შეკვეთით შეიქმნა და მისი ბენდის, N.E.R.D.-ის დაფუძნებას მიეძღვნა. 

თავდაპირველად ჯაჭვი Kid Cudi-მ შეიძინა ფარელის პირველ პირად აუქციონზე, სახელწოდებით – Son of a Pharaoh. აუქციონი 2022 წელს თავად ფარელ უილიამსის პლატფორმა Joopiter-ზე გაიმართა. გულსაკიდის ფასი მაშინ 720 000 დოლარი იყო. მოგვიანებით  ეს ჯაჭვი Kid Cudi-მ თავადაც პირად აუქციონზე გამოიტანა. გამოცემა Complex-ის ცნობით, ის 243 000 დოლარად გაიყიდა. ნაკეთობის საწყისი შეფასება 80 000-დან 120 000 დოლარამდე მერყეობდა.

Joopiter-ის ამ აუქციონში მონაწილეობდა დრეიკიც. მან ექვსი სხვადასხვა ნივთი შეიძინა და ჯამში თითქმის 3 მილიონი დოლარი გადაიხადა. შემდეგ, 2023 წელს, თავის მუსიკალურ ვიდეოში – Jumbotron Sh—t Poppin ამ ნაკეთობებით გამოჩნდა. მოგვიანებით სამკაულები ახსენა ტრევის სკოტის სიმღერა Meltdown-შიც, როცა თავის ორ მთავარ მოწინააღმდეგეს, Pusha T-სა და ფარელს აკრიტიკებდა. იგივე სამკაულები დრეიკმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ვიდეოში – Family Matters.

როგორც ირკვევა, ფარელ უილიამსი ამ ყველაფრის მიმართ გულგრილია. მან GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები საერთოდ არ აწუხებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მიკ ჯაგერი დიდი ხნის პარტნიორ მელანი ჰამრიკთან დაინიშნა

შემდეგი სტატია

დისიდენტ კომპოზიტორ მეჰდი რაჯაბიანს ირანის დატოვება არ შეუძლია, თუმცა მისი მუსიკა მთელ მსოფლიოში მოგზაურობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი