ფესტივალი „თბილისი რიტმი” რობერტო ფონსეკას La Gran Diversion კონცერტით გაიხსნა

4 მაისს მარჯანიშვილის თეატრში რობერტო ფონსეკას კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.
ფესტივალი „თბილისი რიტმი” - რობერტო ფონესკა La Gran Diversion
ფესტივალი „თბილისი რიტმი” – რობერტო ფონსეკა La Gran Diversion

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,თბილისი რიტმი’’ 4 მაისს ცნობილი კუბელი მუსიკოსის, რობერტო ფონსეკას და მისი ბენდის La Gran Diversion კონცერტით გაიხსნა. საპრემიერო პროექტი აუდიტორიის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა.

ფესტივალი „თბილისი რიტმი”  - რობერტო ფონსეკა La Gran Diversion
ფესტივალი „თბილისი რიტმი” – რობერტო ფონსეკა La Gran Diversion

რობერტო ფონსეკა  მრავალი საერთაშორისო ნომინაციისა და ჯილდოს მფლობელია. მისი მუსიკა ევროპული, აფრიკული და კარიბიული კულტურული ტრადიციების უნიკალური ნაზავია. პროექტი La Gran Diversión პიანისტის გამორჩეული პროექტია, რომელსაც თანამედროვე ლათინურ ჯაზში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

“მოხარულები ვართ რომ დღეს აქ ვართ, თქვენთან ერთად. ამ საღამოს თქვენთვის ლამაზ სიმღერებს შევასრულებთ და იმედი მაქვს, ყველა ერთად ვისიამოვნებთ ტრადიციული კუბური მუსიკის თანამედროვე   ჟღერადობით. პროექტს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ, ოფიციალურად La Gran Diversion  ეწოდება. იმედი მაქვს, ისიამოვნებთ. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქ მოსვლისთვის.” – განაცხადა რობერტო ფონსეკამ კონცერტის მსვლელობისას.

ფესტივალი „თბილისი რიტმი” – რობერტო ფონსეკა La Gran Diversion

ფესტივალის მომდევნო საღამო 15 ივნისს გაიმართება, სადაც თბილისს პირველად მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ახალი საცეკვაო პროგრამა Force of Nature-ით ესტუმრება, 9 სექტემბერს კი გრიბოედოვის თეატრში აუდიტორიის წინაშე ცნობილი ფრანგი აკორდეონისტი რიშალ გალიანო წარდგება.

ფესტივალი „თბილისი რიტმი”  - რობერტო ფონსეკა La Gran Diversion
ფესტივალი „თბილისი რიტმი” – რობერტო ფონსეკა La Gran Diversion

ფესტივალი „თბილისი რიტმი“  მრავალმხრივ კულტურულ პლატფორმად იქცა, რომელიც  როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეს აერთიანებს. ფესტივალის მთავარი მიზანია  ქართული და უცხოური შემოქმედებითი პოტენციალის ინტეგრაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და თანამედროვე კულტურული დიალოგის შექმნა.

ფესტივალი ,,თბილისი რიტმი“ დღეს უკვე  ქალაქის კულტურული მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიშას იკავებს, სადაც  შთაგონება, ინოვაცია და ახალი შესაძლებლობები ერთიანდება.

ფესტივალი „თბილისი რიტმი” – რობერტო ფონსეკა La Gran Diversion

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიოში, ლეიდი გაგას კონცერტზე ასაფეთქებელი მოწყობილობებით თავდასხმა იგეგმებოდა – ბრაზილიის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა

შემდეგი სტატია

„სოციალური სივრცე” All Day I Dream-ის მუსიკალურ ღონისძიებას მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმ Oasis Dont Look Back in Anger-ის პრემიერაზე, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, იტალია. Laurent Hou/Hans Lucas/AFP via Getty Images

Oasis-ის Reunion Tour-ის დოკუმენტურმა ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა

ძმები გალაგერები იტალიაში გამართულ ღონისძიებას ახალი ფილმის, Oasis: Don't Look Back in Anger-ის პრემიერას დაესწრნენ
მეტი

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

ვინსენ გარსია წინანდლის ფესტივალს დახურავს – ესპანელი ბასისტი ფესტივალის Afterparty-ზე 13 სექტემბერს დაუკრავს

წინანდლის ფესტივალის დასკვნითი საღამო ესპანური ჯაზის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს, ბასისტ ვინსენ გარსიას დაეთმობა.
მეტი

ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“  ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში გაიმართება.
მეტი