კვირის მუსიკალური რელიზები

მაილი საირუსმა, BLACKPINK-ის ROSÉ-მ და სხვა არტისტებმა ახალი სიმღერები გამოაქვეყნეს
მაილი საირუსი. ფოტო: გლემ ლოჩფორდი
მაილი საირუსი. ფოტო: გლემ ლოჩფორდი

ხუთშაბათს, რომში, ორდღიანი კონკლავის შემდეგ კათოლიკურმა ეკლესიამ ახალი პაპი აირჩია. მაშინ, როცა მხოლოდ 133 კარდინალს ჰქონდა  პაპის  არჩევის შესაძლებლობა, პარალელურად Billboard-ის მუსიკალური გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობა.

კვირის რელიზები არაერთმა არტისტმა გამოუშვა, მათ შორის მაილი საირუსმა და BLACKPINK-ის ROSÉ-მ.

ჰანა მონტანას ვარსკვლავმა მაილი საირუსმა ახალი სინგლი  More to Lose გამოსცა, რომელიც  მის მომავალ ალბომში Something Beautiful არის შესული. სიმღერას თან კინემატოგრაფიული მუსიკალური ვიდეო ახლავს, რომელიც ალბომის საერთო ვიზუალში ჯდება. 

პარალელურად  K-pop ვარსკვლავმა ROSÉ-მ ახალი სიმღერა Messy გამოუშვა, რომელიც F1 ფილმის საუნდტრეკის, Doja Cat-ისა და Don Toliver-ის Lose My Mind-ის შემდეგ უახლესი რელიზია. 

გარდა სხვა ახალი სინგლებისა, აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში გამოვიდა  Halsey-სა და Amy Lee-ს (Evanescence) ერთობლივი სიმღერა Hand That Feeds, რომელიც სპეციალურად ფილმ Ballerina-სთვის დაიწერა.

კვირის განმავლობაში ასევე მრავალი ახალი ალბომი და პროექტი დარელიზდა,  მათ შორის არის:

Sleep Token-ის ალბომი Even in Arcadia,

Kali Uchis-ის ჩანაწერი Sincerely,

PinkPantheress-ის მიქსტეიპი Fancy That,

Maren Morris-ის ალბომი Dreamsicle.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Alice in Chains-მა კონექტიკუტის შოუ დრამერის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა

შემდეგი სტატია

Ye ებრაულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სკანდალური სიმღერის – Heil Hitler-ის გამო მკაცრად გააკრიტიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი