Alice in Chains-მა კონექტიკუტის შოუ დრამერის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა

განცხადებიდან ირკვევა, რომ შონ კინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნიკ ჰიუზი, გევინ როსდეილი და ჯერი კანტრელი (Alice in Chains) 2024 წლის iHeartRadio ALTer EGO ფესტივალზე.
Kevin Winter/Getty Images for iHeartRadio

Alice in Chains იძულებული გახდა, 8 მაისს კონექტიკუტის ქალაქ ანკასვილში დაგეგმილი კონცერტი გაეუქმებინა. მიზეზი დრამერ შონ კინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ჯგუფის ოფიციალურ X-პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს  საუნდჩექის შემდეგ მუსიკოსს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ შონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „სამწუხაროდ, იძულებული ვართ, გავაუქმოთ დღევანდელი კონცერტი. გულწრფელად ვიხდით ბოდიშს შექმნილი უხერხულობისთვის.” – წერს ბენდი.

ამ დროისთვის დრამერის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან დიაგნოზის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. ეს კონცერტი ჯგუფის პირველი სრული გამოსვლა უნდა ყოფილიყო, 2024 წლის აპრილში ლას-ვეგასში გამართული Sick New World-ის ფესტივალის შემდეგ.

ტურნე გეგმის მიხედვით, 10 მაისს კამდენში (ნიუ ჯერსი) გაგრძელდება. შოუ Freedom Mortgage Pavilion-ზე გაიმართება. მეორე საკონცერტო დღეს, 11 მაისს, ბენდი Sonic Temple-ის მასშტაბურ ფესტივალზე წარდგება, რომელიც ოჰაიოს ქალაქ კოლუმბუსში იმართება. AIC-ი ასევე მიწვეულია ლეგენდარული Black Sabbath-ის გამოსათხოვარ შოუზე, რომელიც 5 ივლისს ბირმინგემში ჩატარდება.

გარდა ამისა, 2024 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ გამომცემლობა Weldon Owen გეგმავს, გარდაცვლილი ფრონტმენის, ლეინ სტეილის დღიურები გამოსცეს. 176-გვერდიანი წიგნის სახელწოდებაა This Angry Pen: The Lost Journals of Layne Staley და მისი პრეზენტაცია 11 ნოემბერს იგეგმება. როგორც ცნობილია, წიგნში შესულია სტეილის ხელნაწერი ტექსტები, პირადი ლექსები, შთამბეჭდავი სახელოვნებო ნამუშევრები, იშვიათი ფოტოები და სხვა მასალა. 

„პირველად ისტორიაში ეს გამორჩეული კრებული გვაჩვენებს ჯგუფ Alice in Chains-ის ლეგენდარული ფრონტმენის ღრმად პირადულ და შემოქმედებით მხარეს. წიგნში წარმოდგენილია აქამდე გამოუქვეყნებელი პოეზია, დაუმუშავებელი ხელნაწერი ტექსტები, პირადი ჩანაწერები და წერილები. ეს მკითხველს საშუალებას აძლევს, ჩასწვდეს იმ მუსიკალური გენიოსის შინაგან სამყაროს, რომელმაც მთელი თაობის იდენტობა განსაზღვრა,” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტის თქმით, მისი სინგლი Hitler ყველა ციფრულ სტრიმინგ პლატფორმაზე აიკრძალა

შემდეგი სტატია

მაილი საირუსი. ფოტო: გლემ ლოჩფორდი

კვირის მუსიკალური რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი