ამ კვირის რომელი ახალი რელიზია თქვენი ფავორიტი?

მაილი საირუსმა, ლორდმა და ტეიტ მაკრეიმ ახალი მუსიკა გამოსცეს.
მაილი საირუსი
Glen Luchford

მაისი დასასრულს მიუახლოვდა. თვის ბოლო კვირა კი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ახალი რელიზებით.

კვირის მთავარი გმირი მაილი საირუსია, რომელმაც პარასკევს ახალი ალბომი გამოსცა, სახელწოდებით Something Beautiful. მასში შედის სინგლები End of the World და More to Lose. ეს პირველი ალბომია საირუსის 2023 წლის Endless Summer Vacation-ის შემდეგ, რომელშიც შედის გრემის მფლობელი და Hot 100-ის ლიდერი ჰიტი Flowers. ლოს-ანჯელესში გამართულ პრეზენტაციაზე საირუსმა ფანებს გაუმხილა, რომ Something Beautiful მხოლოდ დასაწყისია და მომავალი ალბომიც დააანონსა. „ჩემი შემდეგი ალბომი ექსტრემალურად ექსპერიმენტული იქნება, ასე რომ, იხალისეთ.”

ამ კვირას ახალი მუსიკა გამოსცა ასევე პოპის კიდევ ორმა წამყვანმა ძალამ – ლორდმა და ტეიტ მაკრეიმ. ლორდის ახალი სინგლი Man of the Year ახალზელანდიელი არტისტის ყველაზე ნამდვილ სახეს წარმოაჩენს, რადგან ის საკუთარი ამორფული გენდერული იდენტობის აღმოჩენის პროცესშია. რაც შეეხება მაკრეის, მან გამოსცა Just Keep Watching, რომელიც ფილმ F1-ის საუნდტრეკისთვის შეიქმნა. მანამდე კი, კვირის დასაწყისში, მორგან უოლენთან ერთად ჩაწერილი დუეტით What I Want მაკრეი პირველად მოხვდა Billboard Hot 100-ის სათავეში.

თუმცა Clipse-ისა და ავა მაქსის ახალ სინგლებთან და ლეონ თომასის, Mt. Joy-სა და Yeule-ის ალბომებთან ერთად, ზემოჩამოთვლილი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მუსიკისა, რაც ამ კვირას გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოზი ოსბორნის თქმით, Black Sabbath-ის ბოლო შოუზე სცენაზე „სიცოცხლის ფასადაც კი“ ავა

შემდეგი სტატია

რიანამ გაამხილა, როგორ მალავდა მუცელს თავის ბოლო ფოტოსესიაში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი