Beyoncé-ს პარიზის სცენაზე Jay-Z შეუერთდა, სადაც Crazy in Love და სხვა ჰიტები შეასრულეს

რეპერმა პარიზის სცენაზე თავისი ჰიტი N****s in Paris-იც შეასრულა.
Jay-Z და Beyoncé GRAMMY-ის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ფრანცის სპიკერი/CBS via Getty Images
Jay-Z და Beyoncé GRAMMY-ის 67-ე დაჯილდოებაზე, 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ფრანცის სპიკერი/CBS via Getty Images

22 ივნისს პარიზში Beyoncé-ს კონცერტი გაიმართა. სუპერვარსკვლავმა გასტროლის ბოლო დღე განსაკუთრებულად დაასრულა, როდესაც  სტად დე ფრანსის სცენაზე Jay-Z-ც გამოჩნდა. Cowboy Carter Tour-ის კონცერტები პარიზში 19, 21 და 22 ივნისს გაიმართა.

არტისტებმა ერთად შეასრულეს  2003 წლის ჰიტი Crazy in Love. ასევე იმღერეს 2013 წლის ჰიტი Drunk in Love.

Jay-Z-მ პარიზის სცენაზე საკუთარი ჰიტი N****s in Paris-იც გააჟღერა.

Beyoncé-ს და Jay-Z-ს ერთობლივი გამოსვლა 2018 წლის 2 დეკემბერს Global Citizen Festival: Mandela 100-ის ფარგლებშიც შედგა. 22 ივნისს კი პარიზში შეკრებილმა აუდიტორიამ მათი დუეტი კვლავ იხილა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში, მათ შორის Cardi B-ს მიერ ატვირთულ კადრებში, რომელიც Cowboy Carter-ის სტილში გამოწყობილი ესწრებოდა კონცერტს, ჩანს, როგორ დგას Beyoncé სცენის ერთ კუთხეში, ამ დროს მოულოდნელად  ჩნდება Jay-Z და გულშემატკივრებს მთელი ყურადღება მასზე გადააქვთ.

Beyoncé-ს 2003 წლის ჰიტი Crazy in Love, Billboard-ის Hot 100 ჩარტში  რვა კვირის განმავლობაში ლიდერობდა და არტისტის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად ითვლება. სიმღერა მუდმივად ჟღერდება Cowboy Carter Tour-ის კონცერტებზეც. კვირას კი Beyoncé-მ ეს კომპოზიცია Jay-Z-სთან ერთად შეასრულა.

სწორედ პარიზში, ამ ტურის ფარგლებში პირველად გაჟღერდა Beyoncé-ს და Jay-Z-ს შესრულებული Drunk in Love.

აღსანიშნავია, რომ ეს სიურპრიზი პარიზში  Beyoncé-ს პირველ საღამოს მოჰყვა, როცა სცენაზე მაილი საირუსი გამოჩნდა და Beyoncé-სთან ერთად  საერთო ბალადა II Most Wanted შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ სიმღერის პირველი ცოცხალი შესრულება იყო.

Cowboy Carter Tour-ის შემდეგ  Beyoncé აშშ-ში ბრუნდება, სადაც მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში 28 ივნისიდან ორი გრანდიოზული კონცერტის გამართვას გეგმავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen- La Mano 1.9 (France)

შემდეგი სტატია

საბრინა კარპენტერი, SZA და არიანა გრანდე 2025 წლის Kids Choice Awards-ის გამარჯვებულები არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სამი გამორჩეული საღამო წინანდლის ფესტივალზე: 6 სექტემბრის მუსიკალური დღის მიმოხილვა

წინანდლის ფესტივალი 6 სექტემბერს სტუმრებს კლასიკური მუსიკისა და თანამედროვე ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით სამ განსხვავებულ კონცერტს შესთავაზებს.
მეტი
PINCHAS ZUKERMAN / SAYAKA SHOJI / ORI KAM / BRYAN CHENG / SERGEI BABAYAN

წინანდლის ფესტივალის 4 სექტემბრის პროგრამა: კლასიკური მუსიკის ორი გამორჩეული კონცერტი

წინანდლის ფესტივალი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს 4 სექტემბერს ორ გამორჩეულ საკონცერტო პროგრამას შესთავაზებს.
მეტი

DA TI – ქართველი არტისტი, რომლის სინგლიც Take Me There TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა, თბილისში კონცერტს გამართავს

ევროპაში დაფუძნებული ქართველი არტისტი 14 ნოემბერს, ACADEMY-ს ორგანიზებით, მსმენელის წინაშე წარდგება
მეტი
ჰარი სტაილსი - BRIT Awards 2026 -ზე, 2026 წლის 28 თებერვალი, ინგლისი Zak Hussein/Billboard

ჰარი სტაილსმა კონცერტის დროს ტეილორ სვიფტის ქორწილზე იხუმრა

მომღერალმა მედისონ სკვერ გარდენში რეზიდენციის მესამე კონცერტი, ნიუ-იორკ ნიქსის ჩემპიონობა და ყოფილი შეყვარებულის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ერთ ხუმრობაში გააერთიანა.
მეტი
Kehlani - BET Awards 2026-ზე, Peacock Theater, 2026 წლის 28 ივნისი, ლოს-ანჯელესი

Kehlani ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ტურნეს ორ კონცერტს აუქმებს

Kehlani  მსოფლიო ტურნეს დროებით აჩერებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაზე კონცენტრირდება. გრემის მფლობელმა მომღერალმა 26 აგვისტოს სოციალურ ქსელში განაცხადა,…
მეტი