Glastonbury-ს ფესტივალზე Charli XCX შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

Charli 60 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე გამოვიდა.
Charli XCX Glastonbury-ის ფესტივალზე
Ben Birchall/PA Images via Getty Images

Glastonbury-ს ფესტივალზე Charli XCX-ის გამოსვლას მსმენელი განსაკუთრებით ელოდა. მას შემდეგ, რაც მომღერალმა გასულ წელს გამოუშვა თავისი მეექვსე ალბომი Brat, ჩანაწერის კამპანია, მისი ფოსფორისფერი ესთეტიკა და ენერგია პოპკულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ალბომის წარმატებამ ის მრავალი ჯილდოს მფლობელ არტისტად და ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ბრიტანელ ვარსკვლავად აქცია.  

Charli XCX-ის ასეთი ხმაურიანი საფესტივალო გამოჩენა განსაკუთრებით შთამბეჭდავია, თუ გავიხსენებთ, რომ სულ სამი წლის წინ მისი კარიერის განვითარებას ასე არავინ. ელოდა.  ის თავს უხერხულად გრძნობდა მსხვილი ლეიბლების სისტემაში და მტკივნეულად მიიღო 2022 წლის  ალბომის – Crash-ის შეფასებები. თუმცა, მიუხედავად ჩავარდნებისა, მისგან ახლა უკვე იგრძნობა თავდაჯერებული ენერგია. 

Charli 60 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე გამოვიდა. მას სცენაზე  შავი ტყავის კოსტიუმი ეცვა და Alexander McQueen-ის შარფი ეკეთა. სცენაზე მხოლოდ თეთრი შუქები ენაცვლებოდა ერთმანეთს, ენერგიული მუსიკა კი კლუბურ ატმოსფეროს ქმნიდა. სცენის ვიზუალი ასევე Brat-ის ესთეტიკით იყო შთაგონებული. სპეციალურად მოწვეული  სტუმრების გარეშე, Charli XCX მსმენელის წინაშე სოლო, მინიმალისტური შოუთი წარდგა. Glastonbury-ს ორგანიზატორებმა სპეციალურად ამ შოუსთვის სცენის ტევადობა გაზარდეს, რათა შესაძლო სიმჭიდროვე აეცილებინათ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტექნიკური ხარვეზის გამო, ბიონსეს შოუზე რეკვიზიტად გამოყენებული „მფრინავი მანქანა“ ჰაერში გადაიხარა

შემდეგი სტატია

„ბილბორდი” ვიეტნამში შედის: ახალი ერა ვიეტნამური მუსიკისთვის

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი