ტექნიკური ხარვეზის გამო, ბიონსეს შოუზე რეკვიზიტად გამოყენებული „მფრინავი მანქანა“ ჰაერში გადაიხარა

ტექნიკურმა ჯგუფმა ინციდენტის უსაფრთხოდ აღმოფხვრა შეძლო.
ბიონსე COWBOY CARTER-ის ტურის გამხსნელ შოუზე. 2025 წლის 28 აპრილი. კალიფორნია.
Julian Dakdouk

ბიონსე თავის მშობლიურ ქალაქში, ჰიუსტონში გამართულ კონცერტზე ჰაერში დაფრინავდა, როცა ტრანსპორტის სახით გამოყენებული რეკვიზიტი – ჰაერში დაკიდებული წითელი მანქანა, რომელიც სპეციალურად Cowboy Carter-ის ტურისთვის არის მოწყობილი – მოულოდნელად მწყობრიდან გამოვიდა და გვერდზე გადაიხარა. ინციდენტი 28 ივნისს NRG სტადიონზე მოხდა, როცა ბიონსე თავის ცნობილ ჰიტს, 16 Carriages-ს ასრულებდა.

ჰაერში დაკიდებულ მანქანაში მჯდარმა ბიონსემ სიმღერა არ შეწყვიტა, თუმცა ბოლოს მისი ხმა მიკროფონში მკაფიოდ გაისმა, როცა ეკიპაჟს მიმართა სიტყვებით: „გაჩერდით, გაჩერდით, გაჩერდით.“ ამ მომენტში მუსიკა შეწყდა. ინციდენტით შეშფოთებული მსმენელების რეაქცია კარგად ისმოდა ვიდეოებში, რომლებიც მოგვიანებით აიტვირთა ინტერნეტში.

თაყვანისმცემლების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბიონსე სიმშვიდეს  ინარჩუნებს და აუდიტორიას თბილად უღიმის, სანამ მანქანა დაბლა დაეშვება. „თუ ოდესმე ჩამოვვარდები, ვიცი, რომ თქვენ დამიჭერთ,“ – იხუმრა ბიონსემ სცენაზე დაბრუნებისას, შემდეგ კი   სიმღერა განაგრძო. 

მომხდარის შემდეგ ბიონსეს წარმომადგენლებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს: „დღეს ჰიუსტონში, NRG სტადიონზე, ტექნიკური გაუმართაობის გამო ბიონსეს საფრენი მანქანა გადაიხარა. ის მალევე ჩამოიყვანეს და არავინ დაშავებულა. შოუ გაგრძელდა შეფერხების გარეშე,“ – ნათქვამია Parkwood Entertainment-ის მიერ Instagram Story-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

16 Carriages ბიონსეს Cowboy Carter-ის ტურში, როგორც წესი, სეტლისტში ბოლოს წინა სიმღერაა. ტურნე აპრილის მიწურულს დაიწყო და ივლისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. მომდევნო კონცერტი 29 ივნისს კვლავ ჰიუსტონის NRG სტადიონზე გაიმართება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მირანდა ვახტანგიშვილი - ხელოვანი

მირანდა ვახტანგიშვილის შემოქმედება, რომელიც ჯადოსნურ ელფერს ატარებს

შემდეგი სტატია

Glastonbury-ს ფესტივალზე Charli XCX შთამბეჭდავი პერფორმანსით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი

„თუ ასე ტურფა იყავი“ – Vinda Folio-მ ცნობილი ქართული სიმღერის ალტერნატიული ქავერ-ვერსია გამოუშვა 

მუსიკა თავად Vinda Folio-ს ეკუთვნის, ხოლო მიქსინგსა და მასტერინგზე ნიკა საბანაძემ (Sabana) იმუშავა.
მეტი