ჯესი ჯეიმ კიბოსთან ბრძოლის შესახებ ახალი ინფორმაცია გააზიარა – „ეს ნამდვილად ბედნიერების ცრემლებია“ – ამბობს მომღერალი

„მადლობა ლოცვისთვის, სიყვარულისთვის. თბილი სიტყვებისთვის, სიხარულისთვის და დადებითი ენერგიისთვის” – აღნიშნა მომღერალმა.
ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია Mauricio Santana/Getty Images
ჯესი ჯეი 2024 წლის 30 აპრილი, ბრაზილია
Mauricio Santana/Getty Images

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა კიბოს დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია პირველად ივნისის დასაწყისში ინსტაგრამზე გააზიარა. ახლახან კი შვილთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე გადაღებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „მე კარგად ვარ, შედეგი არის ის რომ კიბო არ არის გავრცელებული, ეს ნამდვილად ბედნიერების ცრემლებია, მადლობა ლოცვისთვის, სიყვარულისთვის, თბილი სიტყვებისთვის, სიხარულისთვის და დადებითი ენერგიისთვის.”

ჯესი ჯეი პოსტში აგრძელებს:  „ეს ვიდეო ოპერაციამდე ერთი დღით ადრეა  გადაღებული, მე მას ჩემს პატარა ბიჭს ვეძახი, ის ჩემთვის ყველაზე დიდი სხივია, რომლის გვერდითაც სიბნელეს გამარჯვება უბრალოდ არ შეუძლია.” – წერს მომღერალი შვილისადმი მიძვნილ პოსტში. 

ჯესი ჯეიმ პირველი ქირურგიული ოპერაცია 23 ივნისს ჩაიტარა და გულშემატკივრებისთვის ინფორმაციას პერიოდულად ანახლებდა. 

„მოსაშუშებელი ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა ახლა მადლიერების გამოხატვის დროა, სახელს ვიცვლი და ვხდები  The LopJess Monster.” – დაწერა მანამდე ჯესი ჯეიმ. 

გასულ თვეს გრემის ნომინანტმა არტისტმა დიაგნოზზე 75 000-იანი აუდიტორიის წინაშე, უემბლის სტადიონზე, სცენიდან ისაუბრა: „დღეს ეს კონცერტი ბოლო შოუა, სანამ მკერდის კიბოს საბოლოოდ დავამარცხებ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. უზომოდ მადლიერი ვარ სიცოცხლისთვის, თქვენთვის, ჩემი კარიერისთვის, ჩემი შვილისთვის, ჩემი პარტნიორისთვის, ჩემი მშობლებისთვის, ჩემი ბენდისთვის. იმდენი რამ გვაქვს, რის გამოც ცხოვრება ნამდვილად ღირს.“ბოლო წლებში ჯესი ჯეი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გულწრფელად აზიარებდა. 2020 წელს არტისტმა ყურის ქრონიკული დაავადების  – მენიერის შესახებ ისაუბრა, 2021-ში გაამხილა, რომ აბორტი გაიკეთა. 2024-ში კი საჯაროდ ისაუბრა ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ADHD-ის დიაგნოზზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

მუსიკოს Kordz-ის თქმით, მას თავს დაესხნენ

შემდეგი სტატია

Lorde-ს თქმით, კვებითმა აშლილობამ მისი კრეატიულობა დათრგუნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი