ახალ საპროტესტო სიმღერაში შერილ კროუ პრეზიდენტ ტრამპს ამორალურს უწოდებს

მუსიკოსი არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ჯორჯ ორუელის „1984-ს” ადარებს.
შერილ კროუ
Dove Shore

შერილ კროუსთვის არსებული პოლიტიკური სიტუაცია მიუღებელია. ახალ საპროტესტო სიმღერაში, რომელიც 18 ივლისს გამოვიდა, მუსიკოსი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და მისი ლიდერობის სტილს ამორალურს უწოდებს. სახელის ნაცვლად კი კროუ ტრამპს „თავისუფალი სამყაროს ლიდერად” მოიხსენიებს.  

„ეს სამეცნიერო ფანტასტიკაა თუ ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველება?” – მღერის კროუ და ორუელის ცნობილ წიგნს, „1984-ს” გულისხმობს. „თუ ახალი ამბები ყალბია, შიში კი – სიძულვილი და არაფერია ამორალური თავისუფალი სამყაროს ლიდერისთვის, მაშინ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ ნორმაში.”

სიმღერაში კროუ ასევე საუბრობს თავის შიშზე, რომ ხელოვნური ინტელექტი მალე ყველაფერს დაიპყრობს. „ერთხელაც გაიღვიძებ და შენს ადგილას რობოტი იქნება.”

განცხადებაში, რომელიც მუსიკოსმა გაავრცელა, კროუ საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა საპროტესტო სიმღერის გამოცემა კარიერის ამ ეტაპზე. „რაც ჩვენ გარშემო ხდება, იმდენად დაუჯერებლად უცნაურია, რომ მეშინია, ეს ყველაფერი საბოლოოდ ნორმად არ აღვიქვათ,” – აღნიშნავს ის.  „იღბლიანი ვარ, რომ მყავს ასეთი ბენდი. წლების განმავლობაში საუნდ ჩეკების დროს ბევრი მაგარი რამ გამოგვივიდა და ბოლოს ბენდად ჩამოყალიბება გადავწყვიტეთ. ერთი სული მაქვს, ხალხმა მოისმინოს ის ახალი პროდუქტები, რომლებზეც ვმუშაობთ. 

კროუ ტრამპის წინააღმდეგ მანამდეც არაერთხელ გამოსულა. 2016 წელს ის შეუერთდა სხვა არტისტებს, რომლებიც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში თავიანთი მუსიკის გამოყენებას აპროტესტებდნენ.

2024 წელს მუსიკოსმა გაამხილა, რომ არჩევნებში ტრამპის ოპონენტს, კამალა ჰარისს მისცა ხმა. „მე ხმა მივეცი კანდიდატს, რომელთანაც საკუთარ თავს ვაკავშირებ და რომელიც იმ ღირებულებებს წარმოადგენს, რითაც ვცდილობ, ჩემი ცხოვრება წარვმართო და ვიყო მაგალითი ჩემი შვილებისთვის,” – დაწერა მან ინსტაგრამზე ნოემბერში. ჰარისი და უოლცი სიყვარულით ხელმძღვანელობენ და არა ზიზღით. მარტივია.”

მოუსმინეთ სიმღერას The New Normal:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

DƯƠNG DOMIC

Billboard Georgia Presents: New Gen – DƯƠNG DOMIC (Vietnam)

შემდეგი სტატია

ანიტა რაჭველიშვილი Arena di Verona-ს ლეგენდარული ამფითეატრის სცენაზე წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი