მაილი საირუსის თქმით, „ჰანა მონტანას” 20 წლის იუბილეზე განსაკუთრებული რამ აქვს დაგეგმილი

ცნობილი პერსონაჟის პრემიერა 2006 წელს შედგა, რომლითაც საირუსის კარიერა დაიწყო.
მაილი საირუსი
KEVIN MAZUR/WIREIMAGE

მაილი საირუსი „ჰანა მონტანას” ვერ ივიწყებს. მომღერალმა, რომელმაც ცნობადობა თინეიჯერობის ასაკში სწორედ მონტანას როლის შესრულებით მოიპოვა, გაამხილა, რომ შოუს 20 წლის იუბილესთვის რაღაც განსაკუთრებულზე მუშაობს.

„მინდა, რაღაც ძალიან განსაკუთრებული გავაკეთო, რადგან სწორედ ეს იყო იმ ყველაფრის დასაწყისი, რასაც დღეს წარმოვადგენ. ჰანას გარეშე, მე ასეთი არ ვიქნებოდი. სიგიჟეა იმაზე ფიქრი, რომ კარიერა დავიწყე იმ პერსონაჟით, რომლისგანაც, ვფიქრობდი, რომ თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ახლა კი ბავშვობის ნოსტალგიად იქცა. დღეს მეც ისევე ვარ ყველას ცხოვრებაში, როგორც ჩემი პერსონაჟი.”

საირუსი 13 წლის იყო, როცა პირველად ჰანა მონტანა განასახიერა. სერიალის ოთხი სეზონი 2011 წლამდე გაგრძელდა.  მასში ასევე მონაწილეობდა საირუსის მამა ბილი რეი საირუსი, რომელიც სერიალშიც მაილის მამას, რობი რეის თამაშობდა. 2008 წელს საკონცერტო ფილმში Hannah Montana & Miley Cyrus: Best of Both Worlds Concert საირუსმა განასახიერა ორივე პერსონაჟი – საკუთარი თავი და მონტანა. 

მომღერალმა 2006 წელს გამოსცა ალბომი Hannah Montana; 2007-ში – Hannah Montana 2: Meet Miley Cyrus; 2009-ში – Hannah Montana 3; ხოლო 2010-ში – Hannah Montana Forever. ასევე Billboard Hot 100-ის სინგლები: He Could Be the One (მე-10 პოზიცია), Life’s What You Make It (25-ე პოზიცია), Nobody’s Perfect (27-ე პოზიცია) და Let’s Get Crazy (57-ე პოზიცია). 

მონტანას იუბილესთან დაკავშირებულ გეგმებზე დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.

ნახეთ ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

სალო თათარაშვილმა Nikala-სთან კოლაბორაციით ახალი სიმღერა – Someway გამოუშვა

შემდეგი სტატია

სელინ დიონი - 66-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, ლოს ანჯელესი, 2024 წლის 4 თებერვალი. Monica Schipper/Getty Images The Recording Academy

სელინ დიონი ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივს მიაგებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი

ჯორჯ ჰარისონის ახალ ფოტოწიგნში The Beatles-ის აქამდე უცნობი ფოტოებია შესული

ფოტოები ჰარისონის მიერ, საკუთარი Pentax-ის ფირის კამერით 1963-დან 1970 წლებშია გადაღებული. ამ კოლექციაში ბევრი კადრი პირველად ქვეყნდება. ეს წლები The Beatles-ის კარიერის ყველაზე აქტიურ პერიოდს მოიცავს.
მეტი