ლანა დელ რეიმ ახალი სიმღერის ფრაგმენტი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, Ethel Cain-ს უპირისპირდება

Cain-მა კი ინსტაგრამის ე.წ. ისტორიაში დაწერა, რომ ლანა დელ რეიმ სოციალურ ქსელში დაბლოკა.
Ethel Cain, ლანა დელ რეი
FRANCOIS DURAND/GETTY IMAGES; JOSEPH OKPAKO/GETTY IMAGES

როგორც ჩანს, ალტერნატიული პოპის მომღერლებს შორის დაპირისპირებაა – ლანა დელ რეიმ გამოაქვეყნა სიმღერის ფრაგმენტი, რომლის სავარაუდო ადრესატია Ethel Cain.

14 აგვისტოს ლანა დელ რეიმ ინსტაგრამზე ატვირთა ვიდეო, რომელშიც სიმღერის ფრაგმენტი ჟღერდება. ტექსტში ის პირდაპირ ახსენებს Ethel Cain-ს და ამბობს, რომ არტისტს მისი პოსტი არ მოეწონა. ტექსტის ბოლოს ლანა დელ რეი ასევე ახსენებს „ყველაზე ცნობილ გოგონას Waffle House-ში“.

ფანებმა სწრაფად დაიწყეს ტექსტის გაშიფვრა – ბევრმა ლანას „ყველაზე ცნობილი გოგონა Waffle House-ში“ 2022 წელს New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის სათაურს დაუკავშირა, რომელიც Ethel Cain-ის შესახებ იყო. სხვებმა კი გაიხსენეს Cain-ის უკვე წაშლილი ფოტო, რომელიც ძალიან ჰგავდა Del Rey-ს 2022 წლის ფოტოს.

ლანა დელ რეიმ ინსტაგრამის კომენტარში თავადაც განმარტა Cain-თან დაპირისპირების ისტორია: „რამდენიმე წლის წინ არც ვიცოდი, ვინ იყო Ethel, სანამ ერთმა ადამიანმა არ მაჩვენა პოსტები, სადაც ჩემს ფოტოებს რაღაც არსებებსა და მულტფილმის პერსონაჟებს ადარებდა. ის მუდმივად აკეთებდა კომენტარებს ჩემს წონაზე. ვერ ვხვდებოდი, ამით რისი მიღწევა სურდა. შემდეგ საერთო მეგობრებისგან გავიგე, როგორ საუბრობდა და ერეოდა ჩემს პირად ცხოვრებაში. ეს ნამდვილად შემაშფოთებელი იყო“. აღსანიშნავია, რომ ეს კომენტარი მალევე წაიშალა.

Cain-მა კი, თავის მხრივ, ინსტაგრამის ე.წ. ისტორიაში დაწერა, რომ ლანა დელ რეიმ სოციალურ ქსელში დაბლოკა.

Billboard-მა კომენტარისთვის ორივე არტისტს მიმართა. Cain-მა ცოტა ხნის წინ თავისი მეორე ალბომი – Willoughby Tucker, I’ll Always Love You გაავრცელა და ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკაში ტურნეს მართავს.

რაც შეეხება ლანა დელ რეის, მომღერალმა 2025 წელს უკვე გამოუშვა სინგლები Bluebird და Henry, Come On, თუმცა თავისი მე-10 სტუდიური ალბომის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუმხელია.

ნახეთ ლანა დელ რეის ინსტაგრამის პოსტი, სადაც მის სიმღერაში Ethel Cain-ის სახელი ჟღერდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Cardi B-ის ახალ სინგლში Jay-Z-ის ცნობილი ტრეკის – Imaginary Players-ის სემპლია გამოყენებული

შემდეგი სტატია

ყველა დროის 20 საუკეთესო საკონცერტო ფილმი

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი

DillaNext-ის Funk of 1993 –  ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია „ანტენაში“

10 ოქტომბერს „ანტენა“ ზურა ჯიშკარიანის მუსიკალური პროექტის, DillaNext-ის ახალი ვიდეოკლიპის – Funk of 1993-ის პრეზენტაციას უმასპინძლებს. საღამო შაბათს,…
მეტი