Lady Gaga-მ ტიმ ბარტონის რეჟისორობით გადაღებული ახალი მუსიკალური ვიდეო – The Dead Dance  გამოუშვა

მომღერალმა ალბომ Mayhem-ის დელუქს-ვერსიაც გააზიარა, რომელშიც ახალი სიმღერა და ორი ადრე გამოცემული სინგლია შესული.

3 სექტემბერს პოპვარსკვლავმა ახალი სიმღერის, The Dead Dance-ის ვიდეოკლიპი გამოსცა, რომელიც Netfllix-ის სერიალ Wednesday-ის მეორე სეზონისთვის შეიქმნა.

კლიპის რეჟისორი თავად ტიმ ბარტონია. ვიდეოში Lady Gaga ფაიფურის თოჯინის სახით გვევლინება, რომელსაც სახეზე ბზარები აქვს.


პარალელურად, Lady Gaga-მ 2025 წლის ალბომის, Mayhem-ის დელუქს-ვერსიაც წარადგინა, სადაც სიმღერა – The Dead Dance და ორი ადრე გამოცემული  სინგლი, Kill for Love და Can’t Stop the High არის შესული.


სიმღერა The Dead Dance Wednesday-ის მეორე სეზონისთვის შეიქმნა, რომლის დასკვნითი ნაწილიც სწორედ 3 სექტემბერს გამოვიდა. ახალ ეპიზოდებში Lady Gaga როზალინ როტვუდს ასახიერებს.


Billboard-თან ინტერვიუში შოუს კომპოზიტორმა კრის ბეიკონმა Lady Gaga-ს შესრულება მოიწონა და ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სცენების მუსიკალური გაფორმება: „Lady Gaga-ს ეკრანზე გამოჩენა ძალიან ამაღელვებელი იყო… მას ბუნებრივად მოაქვს იდუმალებისა და მისტიურობის ელფერი, რომელიც Wednesday-ს სამყაროს იდეალურად ერგება.” – კრის ბეიკონმა ასევე აღნიშნა, რომ Lady Gaga-ს მუსიკალურ სცენებზე მუშაობა მისთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო.


ნახეთ Lady Gaga-ს ოფიციალური მუსიკალური ვიდეო The Dead Dance.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

პარიზ ჯექსონი 2025 წლის 30 აგვისტო, იტალია. ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფოტო JB LACROIX/FILMMAGIC

პარიზ ჯექსონი უარყოფს კოლმან დომინგოს განცხადებას, თითქოს იგი მხარს უჭერდა მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას

შემდეგი სტატია

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი