პარიზ ჯექსონი უარყოფს კოლმან დომინგოს განცხადებას, თითქოს იგი მხარს უჭერდა მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას

,,მე ამ ყველაფერში ნუ გამრევთ,” – აცხადებს პარიზ ჯექსონი.
პარიზ ჯექსონი 2025 წლის 30 აგვისტო, იტალია. ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფოტო JB LACROIX/FILMMAGIC
პარიზ ჯექსონი 2025 წლის 30 აგვისტო, იტალია. ვენეციის 82-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ფოტო: JB LACROIX/FILMMAGIC

მას შემდეგ რაც კოლმან დომინგომ მიანიშნა, თითქოს პარიზ ჯექსონი მხარს უჭერდა მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმს, პარიზმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სინამდვილეში პროექტს თავიდანვე ჩამოშორდა, რადგან სცენარი „მცდარი” ეჩვენა.


ლეგენდარული მომღერლის ქალიშვილმა ფილმის სცენარს “არაზუსტი” და “სრული სიცრუე” უწოდა.
2 სექტემბერს პარიზ ჯექსონმა ინსტაგრამ სთორიში Euphoria-ს მსახიობი კოლმან დომინგო მონიშნა და დაწერა:“ნუ აწვდი ინფორმაციას საზოგადოებას, თითქოს მხარს ვუჭერ ამ ფილმის გადაღებას, სადაც ჩემი მონაწილეობა ნულოვანია. ეს ძალიან უცნაურია.“


პარიზმა ასევე დაამატა: „სცენარის ერთ-ერთ პირველ ვერსიას გავეცანი და ჩემი შენიშვნები  იმ ნაწილში შევიტანე, სადაც ინფორმაცია მცდარი იყო. რადგან არავინ გამომეხმაურა, ჩემი ჩვეული ცხოვრება გავაგრძელე.“ 


Billboard-მა კომენტარისთვის დომინგოს წარმომადგენელს მიმართა.


პარიზ ჯექსონის პოსტები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც კოლმან დომინგომ ჟურნალ People-თან საუბარში ახსენა, თითქოს ის და მისი ძმა პრინსი ამ პროექტის მხარდამჭერები იყვნენ. მოგვიანებით გამოცემამ სტატია განაახლა და პარიზის მხარდაჭერაზე დომინგოს სიტყვები ამოიღო. აღსანიშნავია, რომ დომინგო ახალ ფილმში ჯო ჯექსონს, მაიკლ ჯექსონის მამას და მის ყოფილ მენეჯერს განასახიერებს.


შემდგომ ვიდეოებში პარიზ ჯექსონმა კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრა ფილმზე და ზოგადად, ბიოგრაფიულ ფილმებზე: “ეს ჰოლივუდია. ფანტაზიის სამყარო, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. თუმცა თქვენ ამას რეალობად გასაღებენ.“


„შინაარსი კონტროლდება, ბევრი უზუსტობაა და სრული სიცრუე. საბოლოოდ, ეს ჩემთვის მიუღებელია. არ მომწონს სიცრუე. ხმა ავიმაღლე, თუმცა არავინ შეისმინა, მერე კი უბრალოდ წავედი.“ – თქვა მან.
ამასთან, პარიზმა აღნიშნა, რომ მაიკლ ჯექსონის გულშემატკივრებს თავისუფლად შეუძლიათ ფილმით დატკბნენ: „მოგეწონებათ. უბრალოდ უყურეთ, ისიამოვნეთ, რაც გინდათ, ის აკეთეთ, მაგრამ მე ამ ყველაფერში ნუ გამრევთ.“


ანტუან ფუკას ფილმის, Michael-ის გამოსვლა 2026 წლის აპრილში იგეგმება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 5 სექტემბერი 

შემდეგი სტატია

Lady Gaga-მ ტიმ ბარტონის რეჟისორობით გადაღებული ახალი მუსიკალური ვიდეო – The Dead Dance  გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი