შაბათის ღამის შოუს სპეციალურმა გამოცემამ –  SNL50-მა ბიონსესა და კენდრიკ ლამარს აჯობა და გამორჩეული ცოცხალი შოუსთვის Primetime Emmy-ს ჯილდო  მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე და კენდრიკ ლამარი ყველაზე პრესტიჟული მრავალფეროვანი შოუს კატეგორიაში დამარცხდნენ, არტისტებმა სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს.
(l-r) Paul Shaffer, Scarlett Johansson, Alex Moffat, Taran Killam, Jason Segel, Lin-Manuel Miranda, Colin David Jones, Devon Walker, Ana Gasteyer, John Mulaney, Kristen Wiig, Kenan Thompson, Maya Rudolph, Pete Davidson, Will Forte, Nathan Lane, Sarah Sherman, Adam Driver, David Spade, Kyle Mooney and Cecily Strong during the "New York 50th Musical" sketch on Saturday Night Live on February 16, 2025. Todd Owyoung/NBC via Getty Images
(l-r) Paul Shaffer, Scarlett Johansson, Alex Moffat, Taran Killam, Jason Segel, Lin-Manuel Miranda, Colin David Jones, Devon Walker, Ana Gasteyer, John Mulaney, Kristen Wiig, Kenan Thompson, Maya Rudolph, Pete Davidson, Will Forte, Nathan Lane, Sarah Sherman, Adam Driver, David Spade, Kyle Mooney and Cecily Strong during the “New York 50th Musical” sketch on Saturday Night Live on February 16, 2025. Todd Owyoung/NBC via Getty Images

შაბათის ღამის შოუს საიუბილეო, სპეციალურმა გამოშვებამ, SNL50-მა 2025 წლის Primetime Emmy-ს დაჯილდოებაზე გამორჩეული მრავალფეროვანი სპეციალური შოუს პრემია მიიღო, სადაც კონკურენცია საკმაოდ ძლიერი იყო. ნომინაციაში ასევე წარდგენილნი იყვნენ: The Apple Music Super Bowl LIX Halftime Show – კენდრიკ ლამარის მონაწილეობით, Beyoncé Bowl, SNL50: The Homecoming Concert და ოსკარების ცერემონია.

დაჯილდოება 14 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, Ovation Theater-ში გაიმართა, ცერემონიას კი კომიკოსი ნეიტ ბარგაცი უძღვებოდა. 

ჯილდო შოუს ხანგრძლივმა აღმასრულებელმა პროდიუსერმა ლორნ მაიკლსმა მიიღო და სამადლობელი სიტყვები წარმოთქვა:

„ეს ჯილდო პირველად 50 წლის წინ, 1975 წელს მოვიგე. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ბევრი ოცნება მქონდა, თუმცა მათ შორის არც ერთი არ იყო ის, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში იგივე შოუს გავაკეთებდი, მაგრამ ახლა აქ ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო NBC-ს და Comcast-ს მხარდაჭერისთვის. ამ შოუს შექმნას ორი წელი დასჭირდა.“

ეს იყო SNL-ის მესამე საიუბილეო სპეციალური გამოშვება, რომელმაც საუკეთესო პროგრამის Emmy-ს ჯილდო მოიპოვა. შაბათის ღამის შოუს 25-ე საიუბილეო სპეციალურმა გამოშვებამ 2000 წელს გამორჩეული მრავალფეროვანი, მუსიკალური და კომედიური სპეციალური შოუს კატეგორიაში გაიმარჯვა. 2015 წელს 40 წლის იუბილეს სპეციალურმა გამოშვებამ კი გამორჩეული მრავალფეროვანი სპეციალური შოუს ჯილდო დაიმსახურა.

იშვიათია, რომ ჩვეულებრივ სატელევიზიო პროგრამაზე დაფუძნებულმა სპეციალურმა გამოშვებამ საუკეთესო პროგრამის Emmy-ს ჯილდო მოიპოვოს. აღსანიშნავია ჯეიმს კორდენის ვარსკვლავური შოუ, რომელიც პოპულარული სეგმენტის საფუძველზე შეიქმნა  –  The Late Late Show with James Corden, 2016-დან 2019 წლამდე, სამი წლის განმავლობაში Emmy-ს ჯილდოს გამორჩეული მრავალფეროვანი სპეციალური (წინასწარ ჩაწერილი) შოუს კატეგორიაში იღებდა. გარდა ამისა, 2002 წელს Carpool Karaoke-ს ხუთმა სპეციალურმა ეპიზოდმა, გამორჩეული მოკლემეტრაჟიანი პროგრამის ნომინაციაში მიიღო ჯილდო.   სტუდიური აუდიტორიის წინაშე პირდაპირ ეთერში: ნორმან ლირის All in the Family-მ და  The Jeffersons-მა  გამორჩეული სპეციალური ცოცხალი შოუს კატეგორიაში მიიღეს ჯილდო. მსგავსი ფორმატის სპეციალურმა გამოცემამ სტუდიური აუდიტორიის წინაშე All in the Family-მ და Good Times-მა მომდევნო წელს იგივე კატეგორიაში მიიღეს ჯილდო.

NL50: The Anniversary Special-ის აღმასრულებელი პროდიუსერი ლორნ მაიკლსი იყო,  ეს კი მისი 24-ე Primetime Emmy იყო.   მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პრესტიჟულ მრავალფეროვანი შოუს კატეგორიაში ბიონსე დამარცხდა, მან პირველი Primetime Emmy –  Beyoncé Bowl-ისთვის, მრავალფეროვანი, დოკუმენტური ან რეალითი შოუს გამორჩეული კოსტიუმების კატეგორიაში მოიგო.

იგივე მოხდა კენდრიკ ლამარის შემთხვევაშიც: მან ჯილდო, გამორჩეულ მუსიკალურ მიმართულებაში, Creative Arts Emmys-თვის დაიმსახურა.

SNL50-ის საიუბილეო სპეციალურ გამოცემაში რამდენიმე მუსიკალური ნომერი იყო წარმოდგენილი.  შოუ პოლ საიმონმა და საბრინა კარპენტერმა   Simon & Garfunkel-ის სიმღერა Homeward Bound-ით გახსნეს. მაილი საირუსმა და ბრიტან ჰოვარდმა ერთად შეასრულეს Prince-ის სიმღერა Nothing Compares 2 U (რომელიც უმეტესად შინეიდ ო’კონორის ვერსიით არის ცნობილი). ადამ სენდლერმა შეასრულა სიმღერა  50 Years, ლილ უეინი და The Roots ჰიპ-ჰოპის ბეთლით წარდგნენ, ხოლო შოუს დასკვნით ნაწილშ პოლ მაკარტნიმ The Beatles-ის 1969 წლის შედევრი Abbey Road იმღერა. 

მიუხედავად იმისა, რომ SNL-ის საიუბილეო სპეციალურმა გამოშვებამ რვა ჯილდო მიიღო,  გამორჩეული და მრავალფეროვანი სცენარის კატეგორიაში ზედიზედ მესამე წელია  Last Week Tonight With John Oliver-თან აგებს. ჯონ ოლივერის პროგრამა საუკეთესო სერიალის ჯილდოს ზედიზედ მეათე წელია, იღებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Late Show With Stephen Colbert-მა Emmy-ზე გამარჯვების შემდეგ აუდიტორიის ხმამაღალი ოვაციები დაიმსახურა

შემდეგი სტატია

კოტე ლიპარტელიანის ახალი პროექტი - „გზა“ (277, 403) - ფოტო: რეზა ჯავიდი

„გზა“ (277, 403) –  „ITI Georgia“-სა და სოხუმის თეატრის ახალი პროექტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია დინი გრემის საუკეთესო ახალი არტისტი გახდა, მაგრამ იგივე ნომინაცია Brit Awards-ზე ვერ მოიგო

მსგავსი ბედი აქამდე მხოლოდ ორ არტისტს გაუზიარებია, მათ შორისაა ელტონ ჯონის შემდეგ ალბათ ყველაზე დიდი ბრიტანული ექსპორტი.
მეტი
ალექს უორენი გრემის 68-ე დაჯილდოებაზე, Crypto.com Arena, 2026 წლის 1 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. ჯონ შირერი/ /GETTY IMAGES FOR THE RECORDING ACADEMY

ალექს უორენი გრემის დაჯილდოებაზე გამოსვლისას წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზებს ეხმიანება „ეს მხოლოდ მე თუ შემემთხვეოდა“

როცა გრემის სცენაზე გამოდიხარ და ყურში მხოლოდ ეს გესმის,“ - დაწერა მან ინსტაგრამზე გრემის გამოსვლის შემდეგ.
მეტი

გრემის დაჯილდოებაზე წარმოთქმულ სიტყვაში Bad Bunny-მ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახური გააკრიტიკა

„ერთადერთი რამ, რაც სიძულვილზე ძლიერია, სიყვარულია,” - თქვა მან საუკეთესო ურბანული მუსიკის ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ.
მეტი

2026 წლის გრემის დაჯილდოებაზე ლორენ ჰილი, პოსტ მელოუნი, რება მაკენტაირი და სხვები გასულ წელს გარდაცვლილ მუსიკოსებს მიაგებენ პატივს

რობერტა ფლეკი, დი’ანჯელო და ოზი ოსბორნი იმ არტისტებს შორის არიან, რომელთაც ცერემონიაზე გაიხსენებენ.
მეტი
რეჟისორი რაიან კუგლერი Sinners-ის ევროპულ პრემიერაზე Cineworld Leicester Square-ში, 2025 წლის 14 აპრილი, ლონდონი, ჯეფ სპაისერი/Getty Images Warner Bros. Pictures-ისთვის

Sinners-მა ოსკარის რეკორდული – 16 ნომინაცია მიიღო, ნახეთ 2026 წლის ნომინანტთა სრული სია

დაიან უორენმა ისტორია დაწერა, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიაში ის პირველი კომპოზიტორი გახდა, რომელიც ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაშია ნომინირებული.
მეტი