პრისცილა პრესლის თქმით, ელვის პრესლისთან დაშორება მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო

მსახიობი ამის შესახებ თავის მემუარებში წერს.
პრისცილა პრესლის მემუარები
AMAZON

პრისცილა პრესლი ელვის პრესლისთან 14 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, სანამ საბოლოოდ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 

დაშორებისა და მისი შემდგომი პერიოდი პრისცილასთვის რთული იყო, რის გამოც ამ თემაზე საჯაროდ არ საუბრობდა. თუმცა ახლა მის მემუარებში Softly, As I Leave You: Life After Elvis მსახიობი მკითხველს რთული, მაგრამ შთამაგონებელი თავგადასავლის დეტალებს უზიარებს მას შემდეგ, რაც როკ-ენ-როლის მეფეს დაშორდა და პირველ ადგილზე საკუთარი თავი და ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი დააყენა. 

წიგნი უკვე ხელმისაწვდომია და მისი შეძენა Amazon-ზე სხვადასხვა ფორმატშია შესაძლებელი. მკითხველს შეუძლია ხელმოწერილი მემუარის შეძენაც. 

პრისცილა ელვისს პირველად 14 წლის ასაკში შეხვდა, როცა მომღერალი 24 წლის იყო. ელვისი მაშინ აშშ-ის არმიაში გერმანიის ტერიტორიაზე მსახურობდა. დისტანციის მიუხედავად, წყვილი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სასიყვარულო ურთიერთობას, 1967 წელს კი ისინი ლას-ვეგასში საიდუმლოდ დაქორწინდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ 1973 წელს მათი ურთიერთობის დასრულება პრისცილასთვის მტკივნეული იყო, წიგნი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი მისთვის ელვისისგან წამოსვლა. 

როგორც ჩანს, ელვისთან ურთიერთობისას პრისცილამ საკუთარ თავთან კავშირი დაკარგა. დაშორებამ კი მას საშუალება მისცა, თავისი თავი ხელახლა ეპოვა. წიგნში ვხვდებით სხვადასხვა მონაკვეთს პრისცილას ცხოვრების შესახებ ელვისამდე და ელვისის შემდეგ და ვიგებთ, თუ როგორ მოუწია მსახიობს ცზოვრების თავიდან დაწყება ელვისის გარდაცვალების შემდეგ, როგორც მარტოხელა დედას. 

წიგნი ასევე გვიყვება, თუ როგორ აქცია პრისცილამ Graceland საერთაშორისო დანიშნულების ადგილად და როგორ დაეხმარა Elvis Presley Enterprises-ს განვითარებაში, რითაც როკ-ენ-როლის მეფის მემკვიდრეობა სრულფასოვან ბიზნესად აქცია. 

მათ, ვინც ელვისის ფანია, პრისცილას მემუარები უნიკალურ პერსპექტივას უხსნის მომღერლის ცხოვრებაზე, რომლის შესახებაც მისი ყოფილი მეუღლე ჰყვება. წიგნი ასევე იძლევა მეტ კონტექსტს თავად პრისცილას ისტორიაზე მათთვის, ვინც არც ისე ბევრი იცის მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky-ს თქმით, JAY-Z თერაპევტია:  „ბევრი ადამიანი მასთან საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ მიდის“

შემდეგი სტატია

CHICAGO – KORDZ-მა და DRO-მ ახალი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი

კიმ კარდაშიანის თქმით, როდესაც კანიე უესტის შესახებ ნეგატიური ამბები ვრცელდება, შვილების დასაცავად მთელი ოჯახი იზოლაციის რეჟიმზე გადადის

რეალითი შოუს ვარსკვლავი ახალ წიგნში Citizen Kim რეპერთან, როგორც მისი შვილების მამასთან, ურთიერთობაზე საუბრობს.
მეტი
System of a Down ვიდეოკლიპის გადაღებაზე. 2001 წლის 6 აგვისტო, ჰოლივუდი L. Cohen/WireImage

იყო თუ არა System of a Down 11 სექტემბრის მოვლენების თანმდევი მუსიკალური ხმა (პოდკასტი: Greatest Pop Stars)

პოდკასტი Greatest Pop Stars 2001 წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ალტერნატიული მეტალჯგუფის, System of a Down-ის შემოქმედებას საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ამერიკულ ტრაგედიასთან ერთად მიმოიხილავს.
მეტი

დაჯილდოების ცერემონიაზე როსალია ესპანეთში მომხდარ სარკინიგზო ავარიას გამოეხმაურა

„სამძიმარს ვუცხადებ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს ქვეყანაში ცოტა ხნის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალდა,” – განაცხადა მომღერალმა.
მეტი

დევიდ ბოუის აქამდე უცნობი, 1978 წლის საკონცერტო ფილმი Stage არენებზე წარსადგენად ემზადება

როგორც ცნობილია, ახალი შოუ საკონცერტო ფილმისა და ცოცხალი პერფორმანსის ერთგვარი შერწყმა იქნება.
მეტი

Post Malone ახალ სიმღერას, Bad Mood-ს აანონსებს, რომელიც მსმენელს მისი 2018 წლის ალბომის, Beerbongs & Bentleys-ის ეპოქაში აბრუნებს

„მარადიული თრობა ახლოვდება“ - ასე დააანონსა მუსიკოსმა თავისი მომავალი ალბომი.
მეტი

რიანამ დაასახელა Fenty Beauty-ს პროდუქტი, რომელსაც A$AP Rocky მუდმივად ჰპარავს

რიანამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებაც, სილამაზის და თავის მოვლის რა საიდუმლოებების სწავლებას გეგმავდა ქალიშვილისთვის – როკისათვის, რომელიც წყვილს გასული წლის სექტემბერში შეეძინა.
მეტი