Snoop Dogg  2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე Team USA-ის პირველი საპატიო მწვრთნელია

რეპერი NBC-ის ღონისძიების გაშუქებისას სპეციალური კორესპონდენტის როლსაც შეასრულებს.
მწვრთნელი Snoop Dogg - აშშ-ის გუნდს გულშემატკივრობს / აშშ-ის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტი
მწვრთნელი Snoop Dogg – აშშ-ის გუნდს გულშემატკივრობს / აშშ-ის ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტი

Snoop Dogg-მა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ ის 2026 წლის მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე Team USA-ის ისტორიაში პირველ საპატიო მწვრთნელად დაინიშნა.

„იმ წამიდანვე, რაც პარიზში ჩავედი, USOPC-ის (ამერიკის შეერთებული შტატების ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტი)  ოჯახში ვიგრძენი თავი. შევიგრძენი ის ენერგია, სიამაყე და სპორტის სიყვარული, რაც ამ გუნდს განსაკუთრებულს ხდის.  ის, თუ როგორ ამხნევებენ გუნდის წევრები სპორტსმენებს, როგორ შთააგონებენ სპორტსმენები მსოფლიოს. პირველივე დღიდან მომნუსხა ამ სამყარომ.“ – დაწერა Snoop Dogg-მა Linkedin-ის პოსტში.

რეპერმა  Team USA-ის პირველ საპატიო მწვრთნელად დანიშვნის შესახებ აღნიშნა:

„ვიქნები Team USA-ის პირველი საპატიო მწვრთნელი. ეს არის როლი, რომელიც მთლიანად სპორტსმენების მხარდაჭერას მიეძღვნება, იმის მიღმა, რასაც გულშემატკივრები სათამაშო მოედანზე ხედავენ. მე აქ ვარ, რათა ჩემი ხმა, ჩემი გული და შესაძლოა, ცოტაოდენი სიბრძნეც შევმატო ამ ყველაფერს, რათა  Team USA-ს მოტივაცია ავუმაღლო, გავანათო მათი სპორტული გზა და გავამხნევო ის ადამიანები, რომლებიც მათ ოცნებებს რეალობად აქცევენ”.

ოლიმპიურ თამაშებზე ეს Snoop Dogg-ის პირველი გამოცდილება არ არის. ის ბევრს დაამახსოვრდა 2024 წლის ზაფხულის პარიზის ოლიმპიადიდან სპეციალური კორესპოდენტის ამპლუაში. გახსნის ცერემონიამდე Snoop Dogg ასევე იყო ოლიმპიური ცეცხლის მატარებელი. ჩრდილოეთ იტალიაში კი არტისტი „ორმაგ როლს“ შეითავსებს. იგი კვლავ იქნება NBC-ის გუნდში და 2026 წლის მილან-კორტინას ზამთრის ოლიმპიადის გაშუქებაშიც მიიღებს მონაწილეობას.

Snoop Dogg გაეცნობა იტალიის ღირსშესანიშნაობებსა და კულტურას, ასევე წაიყვანს სპეციალურ კონტენტს – Snoop’s Greatest Hits, სადაც საუკეთესო მომენტებს, შეჯიბრებებსა და საკუთარ ფავორიტ სპორტსმენებს გამოააშკარავებს.

„მოხარული ვარ, რომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მილან-კორტინაში მაიკ ტირიკოსთან ერთად დავბრუნდები. ოლიმპიადა მსოფლიოში უდიდესი სცენაა და, ყველამ იცის, რომ მე სპორტის მოყვარული ვარ, მიყვარს ხალხის გაერთიანება და პოზიტიური განწყობის შექმნა. თან წავიღებ ჩემს ქურთუკებს, თოვლის შარვლებს, სათვალეებს და ციგურებს.” – განაცხადა Snoop Dogg-მა.

NBC-ზე, მილან-კორტინა 2026-ის ზამთრის ოლიმპიური თამაშები გახსნის ცერემონიით დაიწყება, რომელიც 6 თებერვალს გაიმართება. ოლიმპიადის პირდაპირი ტრანსლაცია Peacock-ზეც განხორციელდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Anita Abgariani - Shine Like a Star | 🇬🇪 Georgia | Official Music Video | Junior Eurovision 2025

13 დეკემბერს საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ს მასპინძლობს

შემდეგი სტატია

„სილქ ჰოსფითალითის” საახალწლო პროგრამა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი