Pink Floyd-ის Wish You Were Here დიდ ბრიტანეთში 2025 წლის საშობაო N1 ალბომი გახდა

ეს ჯგუფისთვის წლის განმავლობაში მეორე N1 ალბომია.
მარცხნიდან მარჯვნივ: რიკ რაიტი, დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი - 1973 წელი. მაიკლ ოჩსის არქივი/Getty Images
მარცხნიდან მარჯვნივ: რიკ რაიტი, დევიდ გილმორი, როჯერ უოტერსი და ნიკ მეისონი – 1973 წელი. მაიკლ ოჩსის არქივი/Getty Images

19 დეკემბრის მონაცემებით, Pink Floyd-ის კლასიკური ალბომი Wish You Were Here  დიდ ბრიტანეთში 2025 წლის საშობაო ალბომების სათავეშია. აღსანიშნავია, რომ ალბომი ხუთი ათწლეულის შემდეგ პირველად მოხვდა პირველ ადგილზე.

1975 წელს ალბომის ხელახლა გამოცემული ციფრული და ფიზიკური რელიზი აქამდე გამოუქვეყნებელ ალტერნატიულ ვერსიებსა და დემო ჩანაწერებს მოიცავს, რომელშიც ისეთი სიმღერები შედის როგორებიცაა: Shine On You Crazy Diamond და ალბომის სახელწოდების მქონე სიმღერა Wish You Were Here.

ალბომი ჩარტის სათავეში პირველად ორმოცდაათი წლის წინ მოხვდა, მეორედ კი – ახლა. Wish You Were Here გამოსვლისთანავე, 1975 წელს, N1 ადგილზე გავიდა, 1973 წელს გამოსულმა Dark Side of the Moon-მა კი მხოლოდ N2 პოზიცია დაიკავა. 

Pink Floyd-ისთვის ეს 2025 წლის მეორე N1 ალბომია, მაისში ჩარტის სათავეში აღმოჩნდა Pink Floyd at Pompeii  – MCMLXXII ხელახლა გამოცემული რელიზით, რომელიც  1971 წლის ცოცხალი შესრულების ჩანაწერია. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ჯგუფისთვის პირველი საშობაო N1 ალბომია, თუმცა 1979 წელს მათ საშობაო სინგლი Another Brick in the Wall გამოსცეს.

ოლივია დინის ალბომი The Art of Loving N2 ადგილზეა, რომელიც ტოპ-ხუთეულში ზედიზედ მე-12 კვირაა, იმყოფება. ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl-მა კი ერთი პოზიციით წინ გადაინაცვლა და N3 ადგილზეა, Michael Bublé-ის Christmas ასევე ერთი პოზიციით დაწინაურდა და N4 ადგილს იკავებს, ხოლო საბრინა კარპენტერის Man’s Best Friend ტოპ-ხუთეულში N5 პოზიციას ინარჩუნებს.

ასევე ტოპ-40-შია Oasis-ის სამი ჩანაწერი: (What’s the Story) Morning Glory? N10 პოზიციით, (What’s the Story) Morning Glory? – Singles Box, რომელიც ალბომის გამოსვლიდან 30 წლის აღსანიშნად გამოიცა N23-ე ადგილზეა, ხოლო სადებიუტო ალბომი Definitely Maybe N26-ე პოზიციას იკავებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კანიე უესტი Vultures 1-ის კონცერტზე Rolling Loud 2024-ის ფარგლებში, ჰოლივუდ პარკ გრაუნდში, 2024 წლის 14 მარტი, კალიფორნია. სკოტ დადელსონი/Getty Images

კანიე უესტი იტალიაში კონცერტს აანონსებს, 2014 წლის შემდეგ ეს მისი პირველი გამოსვლა იქნება ევროპაში

შემდეგი სტატია

Tbilisi Mural Fest 2025-ის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი

კიმ კარდაშიანი Ye-სთან ერთად ნორსის აღზრდასა და მისი მუსიკალური კარიერისადმი დამოკიდებულებაზე საუბრობს

ნორს უესტი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არტისტი, რომელიც Billboard Hot 100-ში მოხვდა.
მეტი

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი

მაიკი მედისონი ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ჭორებს ეხმაურება: „ბრიტნი ჩემი ყველაფერია”

კვირის დასაწყისში რეჟისორმა ჯონ ემ ჩუმ განაცხადა, რომ კასტინგზე ჯერ არც კი ფიქრობს.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი