A$AP Rocky-ს თქმით, 2029 წელს ნიუ-იორკის მერის პოსტზე კენჭისყრას განიხილავს

„ვფიქრობ, ამ საქმეს კარგად გავართმევდი თავს, რადგან ხალხის მხარეს ვარ,” – თქვა რეპერმა.
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES
A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

მუსიკაში, მოდასა და კინოში წარმატების მიღწევისა და გავლენის მოპოვების შემდეგ, როკის შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა პოლიტიკა იყოს. A$AP Rocky-მ Esquire-თან ინტერვიუში ნიუ-იორკის მერის პოსტზე კენჭისყრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. როკი მიიჩნევს, რომ თანამდებობისთვის მზადაა. „რა თქმა უნდა,“ – უპასუხა მან კითხვას, ხედავს თუ არა საკუთარ თავს პოლიტიკაში. „მგონია, რომ დიახ. ბევრი პოლიტიკური საკითხია მოსაგვარებელი და ცვლილებებია საჭირო. ვფიქრობ, ამ საქმეს კარგად გავართმევდი თავს, რადგან ხალხის მხარეს ვარ.“

როკიმ ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკში არსებულ პრობლემებზე – ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე, ორმოებით სავსე გზებზე, მატარებლის ბილეთების მაღალ ფასებზე, აშშ-ის სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის შემცირებასა და ჯანდაცვაზე.

„ხედავ ორმოებს – უნდა შეაკეთო. მატარებლის ტარიფები? ბილეთი 3 დოლარამდე გაიზარდა – ეს სიგიჟეა. ინფლაცია უკონტროლოა. სოციალური დახმარების პროგრამები და საკვები ვაუჩერები პრობლემური საკითხია, რადგან ეს არის ის რეალობა, საიდანაც მე მოვდივარ. მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და უკეთესი ჯანდაცვაა საჭირო,” – თქვა არტისტმა. 

მისი თქმით, ეს ის დაპირებებია, რომლითაც პოლიტიკოსები ხშირად გამოდიან, თუმცა რეალურად მათი ქმედებები ხშირად ფარული ინტერესებისა და პირადი სარგებლისკენ არის მიმართული. 

A$AP Rocky-ს თქმით, როგორც შეძლებული ადამიანი, რომელმაც ფინანსური წარმატება პოლიტიკის მიღმა მოიპოვა, ის არ აღმოჩნდება იმ ხაფანგებში, რომლებშიც სხვა პოლიტიკოსები ებმებიან თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ. „2029 წელს ხმა მიეცით მერს,“ – მიმართა მან ნიუ-იორკელებს. „მიეცით ხმა როკის.“

ამჟამად ზოჰრან მამდანისათვის ნიუ იორკის მერის პოსტზე ყოფნის პირველ წელია და ჯერჯერობით უცნობია, შეეცდება თუ არა მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მამდანიმ 2025 წლის მერის არჩევნებში ხმების 50.78% მოიპოვა. მან ნიუ-იორკის ყოფილი დემოკრატი გუბერნატორი ენდრიუ კუომო და კერტის სლივა დაამარცხა.  

რაც შეეხება A$AP Rocky-ს მუსიკალურ კარიერას, ის შვიდწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ალბომით – Don’t Be Dumb. ალბომმა პირველ კვირაში 123 000 ეკვივალენტური ალბომის გაყიდვით, Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

ნახეთ A$AP Rocky-ს ინტერვიუ Esquire-თან: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cupid’s Kiss - Same Mistakes

Cupid’s Kiss: ახალი ქართული მუსიკალური პროექტი და სადებიუტო სინგლი Same Mistakes

შემდეგი სტატია

კორძი ახალ კომპოზიციასა და ვიდეოკლიპს აზიარებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

პოლ მაკარტნი 2026 წლის 16 მაისი YouTube/SNL/NBC

პოლ მაკარტნიმ Saturday Night Live-ის ფინალურ სეზონში სიმღერები Band on the Run, Coming Up და Days We Left Behind შეასრულა

პოლ მაკარტნის გულშემატკივრებმა SNL-ის 51-ე საზეიმო ფინალში სამი ცოცხალი შესრულება იხილეს, სადაც ლეგენდარული Beatles-ის წევრი კიდევ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩნდა.
მეტი
Drake - Wireless Festival 2025, ფინსბერი პარკი, 2025 წლის 12 ივლისი, ლონდონი Simone Joyner/Getty Images

Drake-მა 2026 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და ერთ დღეში Spotify-ზე ყველაზე მეტად მოსმენილი არტისტის, ალბომისა და სიმღერის სტატუსი მოიპოვა

ამ რეკორდების მფლობელი Drake-ის ახალი ალბომი Iceman და სიმღერა Make Them Cry გახდა, რომლებმაც პლატფორმაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს.
მეტი
Anana Kaye Photo by Duende Vision

Anana Kaye-ს ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე Cordelia

„Cordelia, ახალი ალბომის პირველი სიმღერის კლიპი, შექსპირის „მეფე ლირის" პერსონაჟის ვიზუალური ინტერპრეტაციაა. კორდელიას პერსონაჟი ყოველთვის განსაკუთრებულად გვიზიდავდა - პიესაში ის სიმართლეს ამბობს და ამ სიმართლისთვის ისჯება. ეს უკვდავი თემებია, მუდამ აქტუალური.“
მეტი
Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი