ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
ჰეილი ბიბერი
ALLIE JOSEPH/WWD

ჰეილი ბიბერმა ორსულობის დროს არსებულ გართულებებზე ღიად ისაუბრა. 3 მარტს ბიბერმა თავის SHE MD პოდკასტში გულახდილად ისაუბრა საკუთარ ჯანმრთელობასა და მშობიარობის შემდგომ რეაბილიტაციაზე. ერთსაათიანი პოდკასტის სტუმარი ჰეილის მეან-გინეკოლოგი თაის ალიაბადი იყო. სტუმართან და თანაწამყვანთან ერთად მათ განიხილეს ბიბერის ჯანმრთელობის ისტორია, როგორი იყო Rhode-ის შექმნის პროცესი დედობის პარალელურად და ასევე ის სამედიცინო მდგომარეობა, რომელმაც მისი ორსულობა რისკის ქვეშ დააყენა. 

ჰეილიმ გაამხილა, რომ ორსულობამდე ექიმმა საშვილოსნოს ძგიდის დიაგნოზი დაუსვა და გააფრთხილა, რომ მას გარკვეული გართულებების გამოწვევა შეეძლო.

„ვუთხარი, რომ არ დაორსულებულიყო,” – თქვა ექიმმა ალიაბადიმ. 

„ახლა ბავშვზე არ ვფიქრობ და როცა დრო მოვა, მაშინ გადავწყვეტთ,’ – ვუპასუხე და შემდეგ ჯადოსნურად დავორსულდი,” – დაამატა ჰეილიმ. 

პოდკასტში ასევე ისაუბრეს საშვილოსნოს ძგიდეზე. ექიმმა ალიაბადიმ დეტალურად ახსნა, რომ ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს თხელი კედელი სისქეში იზრდება. მდგომარეობა შეიძლება მერყეობდეს მსუბუქიდან მძიმემდე, კედლის სისქის მიხედვით. ბიბერის მდგომარეობა საშუალოდ მიიჩნეოდა, რაც მუცლის მოშლის დიდ რისკს შეიცავს.

„მის შემთხვევაში მუცლის მოშლის რისკი 25-დან 40%-ს შეადგენდა, ნაადრევად მშობიარობის რისკი კი – 10-დან 20%-მდე,” – ამბობს ექიმი. მისი თქმით, პირველ რიგში, მან ეს რისკები ჰეილის გააცნო, რის შემდეგაც ბიბერმა უპასუხა: „მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”

ალიაბადიმ და ბიბერმა მაყურებელს ისიც განუმარტეს, რომ საშუალო ძგიდე არ წარმოადგენს დაუყოვნებლივ ჩვენებას ორსულობის შეწყვეტისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ ისინი შესაძლოა მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ. 

„ეს მოხდა და ყველაფერი კარგად დასრულდა,” – თქვა ჰეილიმ. „აშკარაა, რომ ჩემმა საშვილოსნოს ძგიდემ ის გააკეთა, რაც საჭირო იყო.”

ნახეთ ეპიზოდი: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გამოსახულებად ქცეული ისტორია – გურამ წიბახაშვილი

შემდეგი სტატია

Bad Bunny - Apple Music Super Bowl LX-ის შოუს დროს, 2026 წლის 8 თებერვალი, კალიფორნია. Neilson Barnard/Getty Images

Bad Bunny-ს DtMF კვლავ Billboard-ის გლობალური ჩარტების სათავეშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი