Luminate-ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში Record Store Day (RSD) 2026-ის ყველაზე გაყიდვად ჩანაწერებს შორის ტეილორ სვიფტის, Pink Floyd-ისა და ბრუნო მარსის ვინილის გამოცემები მოხვდა.
დამოუკიდებელი მუსიკალური მაღაზიების ყოველწლიური ღონისძიება 18 აპრილს გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ექსკლუზიურად RSD-ისთვის გამოშვებული ალბომებისა და სინგლების (ძირითადად ვინილების) დიდი არჩევანი, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
Record Store Day 2026-ის ფარგლებში 350-ზე მეტი დასახელების ალბომი და სინგლი გამოიცა. გაყიდვების ლიდერი გახდა Pink Floyd-ის ოთხფირფიტიანი ვინილი – Live From the Los Angeles Sports Arena, April 26th, 1975. პროექტი ასევე გამოიცა ორმაგი CD-ის სახით, რომელმაც ალბომების რეიტინგში 24-ე ადგილი დაიკავა.
გაყიდვების ლიდერთა სიაში ასევე მოხვდა საუნდტრეკი KPop Demon Hunters, რომელმაც ერთდროულად მე-2 და მე-6 პოზიციები დაიკავა ვინილის ორი განსხვავებული ვერსიით.
წლევანდელი RSD-ის ამბასადორმა, ბრუნო მარსმა, მე-2 ადგილი დაიკავა ალბომით – Collaborations. 11-ტრეკიანი ორმაგი ვინილი მოიცავს ისეთ ჰიტებს, როგორებიცაა Billboard Hot 100-ის პირველი ადგილის მფლობელი ჰიტები: Nothin’ On You, Uptown Funk და Die With a Smile.
„დამოუკიდებელი მუსიკალური მაღაზიები უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ საშუალება გეძლევა, სრულად ჩაიძირო მუსიკაში. სწორედ ამიტომ ვარ ასეთი აღფრთოვანებული წლევანდელი ამბასადორობით,“ – აღნიშნა ბრუნო მარსმა. „ვინილების შეგროვება მიყვარს, რადგან არაფერი სჯობს დივანზე მოკალათებას და მუსიკის ასე მოსმენას. ეს თითქოს დაკარგული ხელოვნებაა – დაჯდე, ფირფიტა ჩართო და ბოლომდე შეიგრძნო ის. ეს ძალიან რომანტიკული იდეაა. გადით და მხარი დაუჭირეთ ადგილობრივ მაღაზიებს.“
სინგლების კატეგორიაში პირველი ადგილი ტეილორ სვიფტმა დაიკავა სიმღერით – Elizabeth Taylor. ვინილი ორ კომპოზიციას მოიცავს: ორიგინალს და კაბარე ვერსიას.
Record Store Day 2026: ყველაზე გაყიდვადი ალბომები:
Pink Floyd – Live From the Los Angeles Sports Arena, April 26th, 1975
ბრუნო მარსი – Collaborations
Soundtrack – KPop Demon Hunters (HUNTR/X edition)
ჯეფ ბაკლი – Live a L’Olympia
Laufey – A Matter of Time: Live at Madison Square Garden
Soundtrack – KPop Demon Hunters (Saja Boys edition)
Fall Out Boy – So Much For (2our) Dust: Live From Madison Square Garden
ჰილარი დაფი – (MINE)
Paramore – All We Know Is Falling
Tom Petty & The Heartbreakers, Live at Paradise Rock Club, 1978
The Cure – Greatest Hits
ბილი სტრინგსი – Tiny Desk
სინტია ერივო, არიანა გრანდე – Wicked: One Wonderful Night (Live)
The Cure – Acoustic Hits
ბრენდი კარლაილი – Live at Easy Street Records, Vol. II
Record Store Day 2026: ყველაზე გაყიდვადი სინგლები
ტეილორ სვიფტი – Elizabeth Taylor
ოლივია დინი – Live at the BBC
KATSEYE – Touch
Charli xcx – Party 4 U
ტაილერ ჩილდერსი – Live From Dinosaur World