„Project: U” – გურამ მაცხონაშვილი და Quemmekh ერთობლივ საიდუმლო პროექტზე მიანიშნებენ

Quemmekh-ს და გურამ მაცხონაშვილს უკვე რამდენიმე წელია, შემოქმედებითი პაუზა აქვთ, შესაბამისად, კოლაბორაცია სახელოვნებო სცენაზე მათ ერთგვარ დაბრუნებად შეიძლება მოვიაზროთ.
Project: U

Quemmekh და რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი ერთობლივ პროექტზე მიანიშნებენ. ორივე მათგანის ინსტაგრამი სრულად გასუფთავებულია გამოქვეყნებული მასალისგან და მხოლოდ ერთადერთ კოლაბორაციულ პოსტს ვხედავთ – პოსტერს, სადაც თეთრ ფონზე არის წარწერა: „Project: U”. კოლაბორაციის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბუნდოვანია სათაურის მიღმა დამალული მნიშვნელობაც. შესაძლოა, ეს ერთგვარი კოდია  – მინიშნება, რომლის კავშირსაც პროექტის შინაარსსა და კონცეფციასთან, სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში გავიგებთ.

რამდენიმე დღის წინ გურამ მაცხონაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა, რომლითაც ახალი პროექტით დაბრუნება დააანონსა. სავარაუდოა, რომ ეს პოსტი სწორედ Quemmekh-თან კოლაბორაციას ეხება:

„2023 წლის 1-ელ იანვარს დავწერე ინსტაგრამზე, რომ ქართულმა თეატრმა ძალიან მომაბეზრა თავი და რომ დიდი განქორწინების დრო იყო. ასეც მოხდა. იმ დღის მერე არათუ სპექტაკლი არ დამიდგამს, არანაირი შემოქმედებითი საქმით არ დავკავებულვარ. ამ სამი წლის განმავლობაში იყო ორი მუდმივი რამ: შემოთავაზებები და ჩემი “მადლობა, მაგრამ თეატრში აღარ ვმუშაობ” და მათი წყენები და მეორე – “როდის უნდა გააკეთო რამე?”

მეგონა, რომ ეს შეკითხვა მალევე ამოიწურებოდა და ვუცდიდი, რადგან თბილისი დავიწყებების ქალაქია.  უკვე მეოთხე წელია, ვუცდი და არ ამოიწურა (კი, სასიამოვნოა).

ის პოსტი, რომელიც დასაწყისში ვახსენე, ასე მთავრდებოდა: “ამის შემდეგ რას გავაკეთებ, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ვიფიქრებ. თქვენც იფიქრეთ იმიტომ რომ „თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს”.

მოკლედ, მთელი ეს დრო ვფიქრობდი და მხოლოდ წელს მოვიფიქრე. ძალიან მალე პირველი პროექტის პრეზენტაცია შედგება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

რეფლექსიები ჟანრზე: „ჯაზი სიკვდილისგან შორსაა” (სტუმრის სვეტი)

შემდეგი სტატია

სანდრო ჯორბენაძე – ელექტრონული მუსიკა, როგორც გამოცდილება და სივრცე, სადაც იდეები ერთიანდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი