Tbilisi Open Air 2026 დასრულდა

საფესტივალო დღის კულმინაციად Kordz-ის, Mechanical Rainbow-სა და გოგონათა გუნდ „ანა-ბანას“ ერთობლივი გამოსვლა იქცა, რომლითაც Tbilisi Open Air 2026 ოფიციალურად დაიხურა.
Hooverphonic ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე. 2026 წლის 5 ივლისი.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

5 ივლისს ფესტივალი Tbilisi Open Air დაიხურა. ფინალურ საფესტივალო დღეს მთავარი სცენა მუსიკალურმა პროექტმა „ლექსო რატიანის ბედმა“ გახსნა. ლექსო რატიანმა სცენიდან სოლიდარობა გამოუცხადა საპროტესტო მოძრაობის დროს დაკავებულ მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

ამის შემდეგ სცენაზე პროექტი „ბაჩო ჯიქიძე და ესთეტი ბიჭები“ გამოვიდა, მოგვიანებით კი მსმენელის წინაშე წარდგა ჯგუფი Tape Visitors – AlterVision-ის მუსიკალური კონკურსის, Tbilisi Newcomers 2024-ის გამარჯვებული ბენდი.

ლექსო რატიანი/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

მთავარი სცენის მუსიკალური პროგრამა ჯგუფმა „არამ“ გააგრძელა, რომელმაც მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ჰიტები შეასრულა. საავტორო სიმღერებთან ერთად, ჯგუფმა ირაკლი ჩარკვიანის „სულს მოგცემ“ შეასრულა. სცენაზე ასევე გაჟღერდა ახლახან გარდაცვლილი ამერიკელი არტისტის, Oliver Tree-ს ტრეკი, სახელწოდებით Miss You. ბენდის ფრონტმენმა, ზურა ჯავახიამ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა საპროტესტო ტალღისას დაკავებულ მოქალაქეებს.

ზურა ჯავახია/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

ამის შემდეგ, Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე საერთაშორისო ჰედლაინერი – 2017 წელს ბელარუსში ჩამოყალიბებული პოსტ-პანკ ჯგუფი Molchat Doma გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოქმედება რუსულენოვანია, ბენდს საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში მსმენელის დიდი აუდიტორია ჰყავს.

Molchat Doma/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Molchat Doma-ს შემდეგ სცენა დღის მთავარმა ჰედლაინერმა – 1995 წელს ბელგიაში შექმნილმა Hooverphonic-მა დაიკავა. ჯგუფის მუდმივი წევრები, დამფუძნებლები და პროდიუსერები ალექს კალიე და რაიმონდ გირტსი არიან. ბენდმა წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა ვოკალისტი ქალი, თბილისში კი მსმენელის წინაშე მათი ჟღერადობისთვის ყველაზე დამახასიათებელი ხმა – ჰაიკე არნარტი (Geike Arnaert) წარდგა. 

პერფორმანსის დაწყებისას ალექს კალიე აუდიტორიას ქართულად მიესალმა: „უნდა ვაღიარო, სადაც გამოვდივარ, ხუთ წინადადებას მაინც ვამბობ ადგილობრივ ენაზე. თქვენ გაიმარჯვეთ, ამის გაკეთება აქ შეუძლებელია. პირველად ვართ თბილისში და ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ბევრს არ ვისაუბრებთ, რადგან მხოლოდ საათი და 15 წუთი გვაქვს, ამიტომ დავიწყებთ დაკვრას. ეს იქნება მუსიკალური მოგზაურობა, რადგან შევასრულებთ სიმღერებს ჩვენი მთელი მუსიკალური კარიერიდან“.

Hooverphonic/Tbilisi Open Air
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Hooverphonic-ის სეტლისტი არაერთ მსოფლიო ჰიტს მოიცავდა, მათ შორის, ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით საყვარელ სიმღერას – Mad About You. 

საფესტივალო დღის კულმინაციად Kordz-ის, Mechanical Rainbow-სა და გოგონათა გუნდ „ანა-ბანას“ ერთობლივი გამოსვლა იქცა, რომლითაც Tbilisi Open Air 2026 ოფიციალურად დაიხურა. Kordz-მაც წინა ქართველი გამომსვლელების მსგავსად, სოლიდარობა გამოუცხადა საპროტესტო ტალღის დროს დაკავებულ მოქალაქეებს: „თავისუფლება ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის და ამისთვის ციხეში ზის. სანამ ისინი თავისუფლები არ არიან, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, სულ თავში უნდა გვქონდეს, რომ ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ“.

kordz & გოგონათა გუნდი „ანა-ბანა”
ფოტო: გიო მაჭავარიანი/Billboard Georgia

კოლაბორაციული გამოსვლა დასრულდა სიმღერით – „ჩემო კარგო ქვეყანავ“, რასაც აუდიტორიის მქუხარე ოვაციები მოჰყვა.

ასე დახურა Tbilisi Open Air-მა თავისი მე-15 საიუბილეო სეზონი და მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საქორწინო ფიცი: რას ამბობენ ცერემონიის სტუმრები

შემდეგი სტატია

„ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც ყველაფერი შავ-თეთრი ხდება” – ინტერვიუ Hooverphonic-ის ალექს კალიესთან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ადგილობრივი და საერთაშორისო ჰედლაინერები Tbilisi Hip-Hop Festival-ის სცენაზე

ღონისძიების მთავარი ჰედლაინერები სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის წარმომადგენელი Flohio და სოციალური ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად აღიარებული Talib Kweli იყვნენ.
მეტი

მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები და ცნობილი მოდელები Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე

Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც, რომლის გამოჩენისას პოდიუმზე 2000-იანების ცნობილი მომღერლის, Aaliyah-ის ჰიტი – Try Again გაჟღერდა.
მეტი
Eminem 2024 წლის 3 აგვისტო, ლოს ანჯელესი Kevork Djansezian/Getty Images

ემინემმა Kid Rock-თან კოლაბორაცია დაიცვა: „საქმე მხარეების არჩევაში არ არის“

რეპერი იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც Kid Rock-ის ახალ ალბომში მისი სტუმრის სტატუსით გამოჩენას მოჰყვა და აღნიშნა, რომ მათ ათწლეულების მეგობრობა აკავშირებთ.
მეტი
ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

სტაილსმა თავისი ყოფილი კოლეგის, One Direction-ის წევრის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე პირველად წარადგინა აქამდე გამოუქვეყნებელი სამახსოვრო სიმღერა What Is Enough.
მეტი

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

Expectations-ის რემიქსი 16 ოქტომბერს მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად გამოვიდა. სიმღერა როდრიგოსა და ჩაპელ როუნის კოლაბორაციაა.
მეტი

„გრეის ანატომიის“ ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ შეიტყო დოლი პარტონის გარდაცვალების შესახებ იმ ეპიზოდის გადაღებისას, რომელიც სწორედ მას ეძღვნებოდა

„ცხადია, ეს წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა სიუჟეტის მეშვეობით შევძელით, მისთვის პატივი მიგვეგო“, – თქვა მეგ მარინისმა.
მეტი

2020 წლის არჩევნების გამო, კანიე უესტის კარდაშიანების ოჯახთან კონფლიქტის სცენა, პროდიუსერის თქმით, Keeping Up with the Kardashians-ის ბოლო სეზონიდან ამოიღეს

ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ კიმ კარდაშიანმა კანიე უესტთან განქორწინება 2021 წლის თებერვალში მოითხოვა.
მეტი