ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
CHARLI XCX YOUTUBE
CHARLI XCX
YOUTUBE

Charli XCX-მა კინოსა და მუსიკის სინთეზის საინტერესო პროექტზე იმუშავა და 24 ივლისს ალბომ Music, Fashion, Film-ის მხარდასაჭერად გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი წარადგინა.

ალბომის ესთეტიკის შესანარჩუნებლად ფილმი სრულად შავ-თეთრ ფორმატშია წარმოდგენილი. ვიდეოს დასაწყისში Charli XCX მაყურებელს პირადი დღიურის ჩანაწერებს უზიარებს, სადაც იმ შთაგონებასა და შემოქმედებით პროცესზე საუბრობს, რომელმაც Music, Fashion, Film-ის შექმნას დაუდო საფუძველი.

ალბომის გამოსვლამდე Charli XCX-მა ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოთეატრებში აჩვენა, რათა მაყურებელს ალბომი სწორედ იმ ვიზუალური ფორმით ენახა და აღექვა, როგორც თავად ჰქონდა ჩაფიქრებული.

„ამ ალბომზე მუშაობის დროს ჩემს მეგობრებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს ვქმნიდი და ამით ყოველ წუთს სასიამოვნოდ ვატარებდი.  მთელი ალბომი A.G. Cook-თან და Finn Keane-თან ერთად შევქმენი, ისინი მუსიკის წყალობით ჩემი ახლო მეგობრები გახდნენ. მოუთმენლად ველი, როდის მოისმენთ ამ ალბომს.“ – ამბობს არტისტი.

ალბომის თითქმის ყველა სიმღერას საკუთარი მუსიკალური ვიდეო ახლავს. თითოეულ ტრეკს შორის გადასვლისას კი Charli xcx მაყურებელს სიმღერების კონტექსტსა და შთაგონებაზე უყვება.

სიმღერა Card Declined-ის წინ არტისტი მოგზაურობისას შოპინგის სიყვარულზე საუბრობს და ისეთ ქალაქებს იხსენებს, როგორებიცაა პარიზი და ლონდონი.

ვიდეოში Camera მთავარ როლს ფრანგი მსახიობი ვინსენ კასელი ასრულებს. კლიპში ნაჩვენებია Charli XCX-ის ჩანაწერი, რომელშიც ის მსახიობს პროექტში მონაწილეობას სთავაზობს, ასევე მისი პასუხიც.

„ეს ნამუშევარი გარკვეულწილად არტისტსა და კამერას შორის კავშირზეა, კავშირზე, რომელიც ხან ძალიან მიმზიდველი და ამაღელვებელია, ხან კი შეიძლება სრულიად დაუცველად და ცოტა უხერხულადაც კი გაგრძნობინოს თავი,“ – ამბობს Charli XCX.

ალბომის დასკვნით სიმღერაში No One Lasts Forever ცნობილი რეჟისორი დევიდ კრონენბერგი  მონაწილეობს. Charli XCX ამ ტრეკში უფრო სიღრმისეულად გვიზიარებს მათ საუბარს ტორონტოში და სიცოცხლის წარმავლობასა და ხელოვნებასთან მის კავშირზე გვიყვება.

Music, Fashion, Film Charli XCX-ის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია. მას წინ უძღოდა თებერვალში გამოსული ფილმის, Wuthering Heights-ის საუნდტრეკი, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში მე-8 ადგილი დაიკავა და ასევე 2024 წლის გახმაურებული ალბომი Brat.

მომღერალი ახალი ალბომის სიმღერებს პირველად 31 ივლისს ჩიკაგოს Grant Park-ში გამართულ Lollapalooza-ს მთავარ სცენაზე შეასრულებს, რის შემდეგაც სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკის ტურნეს დაიწყებს.

ნახეთ Charli XCX-ის ალბომ Music, Fashion, Film-ის თანმხლები მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილისა და გერმანიის ეროვნული ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტები საქართველოში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი